მწვადი საქონლის ხორცით და ფარშით

877

უგემრიელესი მწვადი 2 – ერთში – ეს დამარინადებული ხორცის და ფარშის ასორტის დუეტია, რომელიც გაგაოცებთ. ამ კომბინაციის დამსახურებით მწვადი გამოდის ნოყიერი და გემრიელი.

ინგრედიენტები

  • საქონლის ხორცი 3კგ
  • ცხვრის ცხიმი 600გ
  • მარილი და წიწაკა
  • კაკალი ქინძი
  • ძირა
  • ოხრახუში
  • ბულგარული წიწაკა
  • ქინძი
  • პაპრიკა

მომზადება

1.ხორცი გაყავით 2 ნაწილად. პირველი ნაწილი დაჭერით თხელ ფირფიტებად და მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში. მოაყარეთ მარილი, წიწაკა და ძირა.

2.ზემოდან მოათავსეთ ცხვრის ქონი.

3.მეორე ნაწილი ხორცი და დარჩენილი ცხიმი გაატარეთ ხორცსაკეპში. დააბლენდერეთ ოხრახუში, ქინძი და ბულგარული. დაუმატეთ ძირა და მარილი. მიღებული მასა დაუმატეთ ფარშს.

4.გადაანაწილეთ ფარში ფორმაში.

5.ფარშზე მოათავსეთ საქონლის ხორცის ფირფიტები და შეინახეთ მაცივარში 2 საათი. ხორცის სენდვიჩი დაჭერით გრძლად.

6.წამოაცვით შამფურებზე და შეწვით.

გემრიელად მიირთვით!