მცხობელმა ისეთი ცომის რეცეპტი გამიზიარა, რომელიც თვალსა და ხელს შუა ფუვდება. საკმარისია მხოლოდ ერთი კოვზი…

21069

გთავაზობთ ბლითების მარტივ რეცეპტს. გაახარეთ ვანილის არომატიანი ბლითებით ოჯახის წევრები! ძალიან უხდება ჯემები, თაფლი, შესქელებული რძე. მზადდება მარტივად, შედეგად კი უგემრიელესი კერძი გამოდის!

ამ ბლითების ცომის სიფაფუკის საიდუმლო გახლავთ არაყი. მაღალ ტემპერატურაზე ცხობისას ალკოჰოლი აორთქლდება, ნაწარმი კი საოცრად ჰაეროვანი გამოვა. თანაც, ბლითები წამიერად მზადდება.

ინგრედიენტები

  • 2 კვერცხი
  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 3-4 ს.კ. შაქარი
  • 4 ს.კ. არაჟანი
  • 1 ს.კ. არაყი
  • 10 გრ ვანილის შაქარი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 0,5 ჩ.კ. სოდა
  • ზეთი გემოვნებით

მომზადება

1. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ არაჟანი, ვანილი, არაყი. ფქვილი და სოდა გაცერით.

2. ჩაასხით მასა ფქვილში, მოზილეთ ცომი, რომელიც ხელებზე არ ეკრობა თუ საჭირო გახდა, დაუმატეთ ფქვილი.

3. გააბრტყელეთ ცომი თხლად. სპეციალური ფორმების მეშვეობით ამოჭერით, შეწვით ზეთში შეწითლებამდე.

გასაფორმებლად შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრი. იდეალური ნუგბარია ჩაისთან. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!