მსუბუქი და ხრაშუნა – უგემრიელესი ნამცხვარი შედედებული რძით

2013

დილა, ყავა და ახლად გამომცხვარი ტკბილეული – რა შეიძლება იყოს უკეთესი? დროა გავხაროთ საკუთარი თავები საუკეთესო გემრიელობებით, რომელთაც მისამზადებლად არ სჭირდებათ დიდი დრო. რათა თქვენი საუზმე იყოს სასიამოვნო და გემრიელი, ჩვენ გთავაზობთ ნამცხვარს შესქელებული რძით – რომელიც ბევრისთვის ბავშვობიდანვე არის ნაცნობი. ეს ნამცხვარი გამოდის ბევრ ფენიანი, მსუბუქი და ხრაშუნა.

ინგრედიენტები

  • მარგარინი 200გ
  • არაჟანი 200გ
  • მოხარშული შესქელებული რძე 400გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • სოდა 0,5 ჩაის კოვზი
  • ლიმონის წვენი 0,25 ჩაის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 3 ჭიქა
  • შაქარი 1 ჭიქა

მომზადება

1.გამღვალ მარგარინს დაუმატეთ არაჟანი და კვერცხი. ასევე დაუმატეთ ლიმონის წვენით გაჟღენთილი სოდა, გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი.

2.მიღებული მასა გაყავით 6 ერთნაერ ნაწილად, თითოეულს მიეცით ბურთულის ფორმა და მოათავსეთ თეფშზე. შეახვიეთ პაკეტში და მოათავსეთ მაცივარში 1 საათით.

3.თითოეული ბურთულა გააბრტყელეთ 2-3მმ სისქის მრგვალ ნაჭრებად, გაჭერით 8 ნაწილად, თითოეულზე მოათავსეთ 1 ჩაის კოვზი მოხარშული შესქელებული რძე. დაახვიეთ ცომი, დაიწყეთ ფართე მხრით და იმოძრავეთ ცენტრისაკენ, კიდეები დააფიქსირეთ. თითოეული ორცხობილა ამოავლეთ შაქარში.

4.ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუსზე. დაააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, მასზე მოათავსეთ ორცხობილები და გამოაცხვეთ 25-35 წუთის განმავლობაში.

შაქარში ამოვლებამდე ორცხობილას წაუსვით კვერცხი, რათა გამოცხობისას მიიღოს სასიამოვნო ფერი. შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას.