მსუბუქი და ნოყიერი სალათი ლორით

1959

ჩვენ მიჩვეულები ვართ, ძეხვეულის და ყველის ცივი ხემსებისთვის შეძენას. ბავშვობიდან მახსოვს, მამაჩემი როგორ საგულდაგულოდ აფორმებდა სუფრისთვის ხორცის თეფშს.

ახლა ძეხვს უამრავ ცხელ კერძში, ხემსებსა თუ გარნირებში ამატებენ. დღეს ჩვენ მოვამზადეთ სალათი ლორით, რომელიც ერთდროულად მსუბუქიცაა და ნოყიერიც, მისი მომზადება კი ძალიან იოლია.

ინგრედიენტები

  • 450 გრ ლორი
  • 3 კვერცხი
  • 1 ც კიტრი
  • 1 ც ბულგარული წიწაკა
  • 350 გრ დაკონსერვებული სიმინდი
  • 4 ს.კ. მაიონეზი
  • კამა გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოხარშეთ კვერცხები და დაჭერით წვრილად.
  2. დაჭერით ბულგარული წიწაკა და ლორი ზოლებად, კიტრი  რგოლებად, მწვანილი წვრილად.
  3. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, შეანელეთ მაიონეზით, დაუმატეთ მარილი, პილპილი, მწვანილი და კარგად მოურიეთ.

უგემრიელესი სალათი მზადაა!  სურვილისამებრ სიმინდი შეგიძლიათ მწვანე ბარდით ჩაანაცვლოთ, ახალი კიტრი კი მჟავე კიტრით. ეს სალათი შესანიშნავია საღამოს წახემსებისთვისაც და სადღესასწაულო სუფრისთვისაც. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!