მოხარშული ზუთხი ღვინის საწებლით

2964

ზუთხის მომზადების უამრავი გზა არსებობს მაგრამ  გასტრონომიას რედაქცია  გირჩევთ  მის მომზადებას საწებლით და თეთრი ღვინით. 

ინგრედიენტები:

  • ზუთხი – 1 კილოგრამი
  • სტაფილო – 100 გრამი
  • ხახვი – 100 გრამი
  • ღვინო – 1/2 ჩაის ჭიქა
  • შაქარი – 1 ჩაის ჭიქა
  • შაქარი – 1 ჩაის კოვზი
  • ერბო – 1 სუფრის კოვზი
  • პურის ფქვილი – 1 სუფრის კოვზი
  • ოხრახუშისა და ნიახურის ძირები
  • მარილი – გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი:

  1. ქვაბში ჩავდოთ ზუთხის დიდი ნაჭერი, სტაფილოს, ოხრახუშისა და ნიახურის ძირები.
  2. დავასხათ იმდენი წყალი, რომ ხორცს ფარავდეს, და მოვხარშოთ.
  3. მოხარშული ზუთხი ამოვიღოთ, მოვაყაროთ მარილი და გავაცივოთ.
  4. ზუთხის ნახარში გავწუროთ საწურში.
  5. წვენში ჩავასხათ 1 ჩაის ჭიქა მაგარი ღვინო, 1 სუფრის კოვზ ერბოში მოშუშული ფქვილი და 1 სუფრის კოვზი ოდნავ დამწვარი შაქარი. ყველაფერი ეს ერთად ვადუღოთ 10-15 წუთი, თან განუწყვეტლივ ვურიოთ, შემდეგ ოდნავ გავაცივოთ და მოვასხათ ლანგარზე დაწყობილ ზუთხის ნაჭრებს.
  6. ირგვლივ შემოვუწყოთ ხახვი, დანჟავებული კაპორსები, მჟავე კიტრის პატარა ნაჭრები და სალათის ფოთლები.

გემრიელად მიირთვით!