მოცვის უზადო ჯემი: როცა ცივდება, მარმელადს ჰგავს

2312

წითელი მოცვის სეზონი ძალიან ხანმოკლეა, ამიტომ, გირჩევთ დროულად გამოიყენოთ ეს სასარგებლო და გემრიელი კენკრა. შესაფერის რეცეპტს კი ჩვენთან აღმოაჩენთ.

წითელი მოცხრის ვიტამინური ჯემი საკმაოდ სქელი გამოდის კენკრაში პექტინის შემცველობის წყალობით. ჟელეს მაგვარი კონსისტენცია კარგად ისმევა პურზეც და სხვა ცომეულზეც.

“გასტრონომია: გირჩევთ მოამზადოთ ჯემი მულტი-ხარშვის აპარატში. მოწყობილობა საჭირო ტემპერატურას კარგად ინარჩუნებს, არ იკრავს პიურეს და გადახარშვისგანაც დაცული იქნებით.

ინგრედიენტები

  • 1,5 კგ წითელი მოცვი
  • 1,5 კგ შაქარი
  • 200 მლ წყალი

მომზადება

1. მოაცილეთ კენკრა ტოტებს, მოათავსეთ მულტი-ხარშვის აპარატში, დაუმატეთ წყალი და ჩართეთ “ხარშვის” რეჟიმზე 5 წუთით.

2. ოდნავ გააცივეთ შემადგენლობა, შემდეგ საცერში გაწურეთ, შეურიეთ პიურე და წვენი და დააბრუნეთ აპარატში.

3. დაუმატეთ შაქარი, მოურიეთ და ჩართეთ “მოთუშვის” რეჟიმი 10 წუთით წამოდუღების შემდეგ. სანამ ჯემი იხარშება, მოახდინეთ ქილების სტერილიზაცია.

4. მზა ჯემი ჩაასხით ქილებში, მოხუფეთ. გადააბრუნეთ ქილები, შეფუთეთ და დატოვეთ სანამ გაცივდება.

მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!