მოუხერხებელი ადამიანების შეცდომები მურაბის ხარშვის დროს

1291

ბებისეული მურაბის არომატი მშობლების სახლის ერთ–ერთი სასიამოვნო მოგონებაა. რა თქმა უნდა, თითოეულმა დიასახლისმა იცის, თუ როგორ მოამზადოს მურაბა. თუმცა ის ყოველთვის ისეთი არ გამოდის, როგორც გვსურს.

როგორ ავიცილოთ თავიდან სავალალო შეცდომები მურაბის ხარშვის დროს და რა გავაკეთოთ, თუ რაღაც რიგზე არაა? დღეს ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგეხმარებით.

როგორ მოვამზადოთ მურაბა

მურაბის რეცეპტი მარტივია. თქვენ უბრალოდ კენკრა შაქართან ერთად უნდა მოხარშოთ. თუმცა მურაბა ხან მწარე გამოდის, ხან კენკრა მასში იხარშება, სიროფი წვეთს ვერ იკავებს, ძალიან სქელი ან თხელი გამოდის, ქილები იბერება და მასში ობი ჩნდება.

მურაბის მომზადების საერთო წესები არსებობს, რომელთა დაცვა პრაქტიკულად ყოველთვის აუცილებელია. ინგრედიენტების პროპორციები დაიცავით, რამდენიმე მიდგომით ხარშეთ, ცეცხლი აკონტროლეთ და ასე ყველაზე უხეში შეცდომების თავიდან აცილებას შეძლებთ.

ძირითადი შეცდომები მურაბის ხარშვის დროს

1. უხარისხო ხილის გამოყენება

ბაზრობაზე შეგიძლიათ ნახოთ დამჭკნარი ან მწიფე ხილით სავსე ყუთები წარწერით: „ვაშლი სამურაბოდ“. მიჩნეულია, რომ თერმული დამუშავება ყველა მიკრობს ანადგურებს, გამოდის მურაბისთვის ხარისხიან ხილზე ფულის დახარჯვა აუცილებელი არაა.

თუმცა ლპობის ან ობის ნიშნის მქონე ხილში სახიფათო მიკოტოქსინები შედის. ეს ნაერთები კანცეროგენებს მიეკუთვნება და მრავალჯერად თერმულ დამუშავებასაც კი უძლებენ.

2. ჭურჭელი მურაბის მოსახარშად

მურაბის მოსახარშად სჯობს ემალის ან ფოლადის ჭურჭელი გამოიყენოთ. ხშირად მურაბას ალუმინის ჭურჭელში ხარშავენ, მაგრამ ამის გაკეთება რეკომენდებული არაა.

ხილის მჟავის ზემოქმედებით ალუმინის ჭურჭლის ზედაპირზე ოქსიდის ფირი იშლება და ალუმინის ნაწილები შეიძლება მურაბაში მოხვდეს.

ქვაბს და თასს შორის სჯობს თასი აირჩიოთ. მასში მურაბის უფრო თხელი ფენაა, გამოდის ის სწრაფად გახურდება და ადუღდება. ამასთან, მასში მურაბის მორევა უფრო მოსახერხებელია.

3. უცხო სუნები

ეცადეთ, მურაბასთან ერთად სხვა კერძები არ მოამზადოთ. მურაბა სხვა საჭმლის სუნს შთანთქავს და ნაწილობრივ საკუთარ სუნს კარგავს.

4. ძალიან ცოტა ხნით ხარშვა

ზოგჯერ დიასახლისები მურაბას მხოლოდ ერთხელ ხარშავენ, რომ უფრო მეტი C ვიტამინი შეინარჩუნონ. ეს უსარგებლოა, რადგან პირველივე ადუღების შემდეგ C ვიტამინი ნადგურდება.

ერთჯერადი ადუღება დაშვებულია მხოლოდ მარწყვის, მაყვლის და ჟოლოს შემთხვევაში. ყველა სხვა შემთხვევაში კი მურაბა 2-3-ჯერ უნდა აადუღოთ.

5. არასწორი გადანაწილება

ზოგჯერ დიასახლისები ცხელი მურაბის ქილებში გადანაწილებას ჩქარობს, მაგრამ ასე მურაბა ფენებად იშლება: კენკრა ქილის ზედაპირზე ამოდის, სიროფი კი ძირში კონცენტრირდება.

ქილაში მურაბა ერთგვაროვანი რომ იყოს, ხარშვის შემდეგ გააგრილეთ და ამის შემდეგ შესანახ ქილებში გადაიტანეთ.

6. ჭუჭყიანი ქილები

მზა მურაბა სუფთა, სტერილურ და აუცილებლად მშრალ ქილებში უნდა გადაანაწილოთ. თუ ქილაში წყალი დარჩება, მურაბა შეიძლება დაობდეს ან დუღილი დაიწყოს.

როგორ განვსაზღვროთ მურაბის მზაობა

მურაბის მომზადების 2 ნიშანი არსებობს. პირველ რიგში, ყველა ქაფი ჭურჭლის ცენტრში უნდა მოგროვდეს. სიროფი ამასთან გამჭვირვალე უნდა იყოს და ნაყოფს ადვილად შორდებოდეს, ხოლო ნაყოფი სიროფში თანაბრად განაწილებული უნდა იყოს. გადახარშული მურაბის სიროფი ძალიან სქელი, ყავისფერია.

მეორეც, ცხელი მურაბის წვეთი ცივ თეფშზე ისე მოიქცევა, როგორც გაგრილებული მურაბა. თუ ის არ ჩამოიწვეთა, ამბობენ, რომ „მურაბა წვეთს იკავებს“. თუ ეჭვი მაინც გაქვთ, ცოტა მურაბა ქაღალდის სალფეთქს დააწვეთეთ და 3 წუთით დაელოდეთ. მოუხარშავი მურაბის წვეთის ირგვლივ სველი კვალი გაჩნდება.

უფს, არ გამოგივიდათ. რა უნდა გააკეთოთ?

1. შაქარ მოყრილმა მურაბამ წვენი არ გამოიღო

ქვაბი შეანჟღრიეთ, რომ ქვემოთ მოთავსებული კენკრა ზემოთ აღმოჩნდეს. კიდევ რამდენიმე საათით გააჩერეთ.

თუ არ გიშველათ, სუსტ ცეცხლზე დადგით და დრო და დრო ქვაბი შეანჟღრიეთ, რომ შაქარი თანაბრად გადნეს.

2. მურაბა წვეთს არ იკავებს

შესაძლოა, მურაბას კიდევ ერთხელ ადუღება სჭირდება. არ გშველით? გრილი სიროფის წვეთი ცივ თეფშზე შეამოწმეთ.

3. სიროფი ძალიან ბევრია, მურაბა ძალიან თხელია

სიროფის ნაწილი ქილაში გადაასხით. მოგვიანებით პოვიდლოდ, ტორტის გასაჟღენთად ან უბრალოდ პურზე წასასმელად გამოიყენეთ.

ვაშლის და მსხლის თხელ მურაბას დამატებითი ადუღება უშველის. ამ ხილის ხანგრძლივად ხარშვა მხოლოდ სასარგებლოა. შაქრით გაჟღენთილი ნაჭრები მარმელადს ემგვანება.

მარწყვის, ჟოლოს და სხვა კენკრის შემთხვევაში, როცა დიდხანს ხარშვა საზიანოა, პატარა ხრიკი არსებობს. სიროფი გაწურეთ, კიდევ ერთხელ მხოლოდ სიროფი აადუღეთ, შემდეგ ცხელი სითხე კენკრას აურიეთ. მსგავსი მეთოდი შეგიძლიათ ხურტკმელის, შუაზე გაჭრილი მსხვილი გარგარის, შავი მოცხარის მურაბის შემთხვევაში გამოიყენოთ.

4. სიროფი ცოტაა

კიდევ ერთხელ ადუღება სცადეთ. შესაძლოა, მეორე ხარშვის შემდეგ სიროფი ბევრი გახდეს.

5. მურაბა მწარეა

სიმწარის მოსაშორებლად 1 მუჭა წითელი მოცხარი ხარშვის დროს დაუმატეთ. სხვა ძველებური მეთოდიც არსებობს. თითოეულ, 2 კგ მოცულობის თასს 1 სუფთა სტაფილო დაუმატეთ. შემდეგ ბოსტნეული ამოიღეთ. ასე სიმწარე გაქრება.

6. ობი გაჩნდა

მურაბის ქილას ხსნით და იქ ობია. ალბათ, თავსახური ახალი არ იყო ან ჰერმენტულად არ დაახურეთ. ობი კოვზით ფრთხილად მოაშორეთ, თავსახური შეცვალეთ და ქილა მაცივარში გადაიტანეთ.

7. მურაბა დუღილს იწყებს

მურაბა ქვაბში გადაიტანეთ, 100 გრ შაქარი დაუმატეთ, სუსტ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ და 10 წუთით ხარშეთ. სტერილურ ქილებში გადაიტანეთ.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევები მიგანიშნებთ, როგორ მოამზადოთ მურაბა შეცდომების გარეშე. ხოლო ტკბილი დელიკატესის ქილები თქვენი საკუჭნაოს თაროებს შეავსებს.