მოათავსეთ ყველაზე იაფფასიანი ყველი ამ მარინადში და ვერცერთი გურმანი მასზე უარს ვერ იტყვის

1655

როგორი მდიდარიც არ უნდა იყოს ხემსების ასორტიმენტი სუფრაზე, მათ შორის ყველი მაინც აღმოჩნდება. ეს გასაკვირიც არ არის, ყველი ბევრს უყვარს და ყოველთვის მოთხოვნადია.

ყველი მარინადში კიდევ უკეთესი ხდება. მისი მდიდარი გემო ვერაფერს შეედრება, ღვინოსთან კი განსაკუთრებით გემრიელია. „გასტრონომია“ გთავაზობთ ყველის მარინადის რეცეპტს, რომელშიც ის დიდი ხანი ინახება.

ინგრედიენტები

  • 500 გრ მაგარი ყველი
  • 1,5 ც ლიმონი
  • 4 კბილი ნიორი
  • 0,5 ჩ.კ. შავი პილპილი
  • 1 ს.კ. პროვანსული სუნელები
  • 1 ჩ.კ. წითელი პილპილი
  • 1 ჩ.კ. პაპრიკა
  • ზეთისხილი გემოვნებით
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 400 მლ ზეთი
  • ბაზილიკი გემოვნებით

მომზადება

  1. ვამზადებთ 2 ქილა შესანიშნავ ხემსს 500 გრ მაგარი ყველისგან 2 რეცეპტით. ერთი ქილის ვარიანტიც მისასალმებელია, არჩევანი თქვენზეა. დაჭერით ყველი კუბებად, გაატარეთ ლიმონი და მოამზადეთ სუნელები.
  2. ერთ ქილაში მოათავსეთ ყველის ნახევარი. მარინადი: 1 ლიმონი, მწიკვი წითელი პილპილი, პროვანსული სუნელები, გაჭყლეტილი ნიორი და 200 მლ ზეთი შეურიეთ და დაასხით ყველს. შეინახეთ მაცივარში 24 საათით.
  3. მეორე ქილისთვის მოთუშეთ ნიორი 200მლ ზეთში. გაციებულ მასაში დაუმატეთ თაფლი, წითელი პილპილი, ნახევარი ლიმონი, ზეთისხილი, პაპრიკა და ბაზილიკი. დაასხით ყველს და შეინახეთ მაცივარში დღე-ღამის განმავლობაში.

მზა ყველი შეგიძლიათ დაამატოთ სალათებში ან ცალკე ხემსად მიირთვათ. გამოიყენეთ ნებისმიერი ინგრედიენტები და ნებისმიერი ყველი. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!