მეზობელმა პიტნის ჯემის საუცხოო რეცეპტი მასწავლა.

1947

გასულ ზაფხულს სოფელში ვისვენებდი, როდესაც დავინახე, როგორ ამზადებდა ჩემი მეზობელი მურაბას, მაგრამ უცნაური ის იყო, რომ მურაბა მწვანე ფერის გახლდათ. ვფიქრობდი, რისგან შეიძლება მოამზადო მურაბა, რომ ასეთი მკვეთრი ფერი მიიღო, გადავწყვიტე, მივსულიყავი და მეზობლისთვის მეკითხა. სწორედ ასე ვისწავლე პიტნისა და ლიმონის ჯემის რეცეპტი.

თავდაპირველად, მხოლოდ ერთი ქილა მოვამზადე, საცდელად. ახლა კი, უკვე მესამე წელია ვამზადებ პიტნის ჯემს. დღეს სწორედ მისი მომზადების მეთოდს გაგიზიარებთ.

პიტნის ჯემი 

  • 1 ლ წყალი
  • 200 გრ პიტნა
  • 1 ც ლიმონი
  • 2 ჭიქა შაქარი
  • 1 შეკვრა ჟელატინი
  • მწვანე ფერის საკვები საღებავი

მომზადების წესი 

1. თავდაპირველად უნდა მოამზადოთ პიტნის ფოთლები. გარეცხეთ და გააშრეთ მისი ყლორტები, შემდეგ კი დაჭერით ღეროებთან ერთად.

2. გარეცხეთ ლიმონი და დაჭერით ნახევარ კუბებად ან კუბებად. პიტნა და ლიმონი მოათავსეთ მდუღარე წყლით სავსე ქვაბში.

3. ლიმონი და პიტნა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ადუღეთ და დრო და დრო მოურიეთ. შემდეგ პიტნის ნაზავი გაწურეთ საცერის ან საწურის მეშვეობით (შეგიძლიათ მარლა გამოიყენოთ). უმჯობესია, თუ მას ორჯერ გაწურავთ.

4. სუფთა, გაწურული სიროფი ჩაასხით ქვაბში და დაუმატეთ შაქარი. ადუღეთ კიდევ 20-30 წუთი. რაც უფრო დიდხანს ადუღებთ სიროფს, მით უფრო სქელი იქნება ჯემი.

5. შემდეგ დაუმატეთ ჟელატინი, რომელიც მაღაზიაში იყიდება. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ აგარის ფხვნილიც. დაუმატეთ იგი სითხეს ხარშვის ბოლოს, კარგად მოურიეთ და კიდევ 2 წუთი ხარშეთ.

6. ფერით ჯემი არც ისე ლამაზი გამოდის, სწორედ ამიტომაა სასურველი მწვანე საკვები საღებავის დამატება. ასე ჯემი მკვეთრი ზურმუხტისფერი გამოვა. მოხუფეთ ქილები და შეინახეთ გრილ ადგილას.

თქვენ რას ამზადებთ პიტნისგან? გაგვიზიარეთ თქვენთვის საყვარელი რეცეპტები.