მატყუარა ტორტი, რომელიც თავს შეგაყვარებთ

1150

ეს ნამცხვარი ბევრ ტორტს ჯობია! მითუმეტეს ის უმარტივესად და უსწრაფესად მზადდება. ფსვნადი ცომი და გემრიელი შავი მოცხარის შიგთავსი – ეს არის სინაზის და არომატულობის საიდუმლო!

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 4 კვერცხის გული
  • 180გ კარაქი
  • 400გ ფქვილი
  • 150გ შაქარი
  • 10გ ვანილი
  • 4 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 10გ გამაფხვიერებელი
  • 400გ შავი მოცხარის ჯემი
  • 4 ცილა
  • 200გ შაქარი
  • მწიკვი მარილი

მომზადება

1.კვერცხის გულს დაუმატეთ შაქარი, ვანილი, დარბირებული კარაქი. კარგად მოურიეთ, მისერით და დაუმატეთ არაჟანი.

2.დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. მოურიეთ სილიკონის ნიჩბით და შემდეგ მოზილეთ ცომი ხელით. უნდა გამოგივიდეთ რბილი ცომი, რომელიც ოდნავ მოგეკრობათ ხელზე.

3.გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი, გადაანაწილეთ ცომი. ამოიყვანეთ გვერდები. შეინახეთ საყინულეში 20 წუთი.

4.ათვიფეთ ცილა მერილთან ერთად, ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი და ათქვიფეთ მიქსერით. მზა მასა მოათავსეთ საკონდიტრო ტომარაში.

5.ცომზე მოათავსეთ ჯემი, თანაბრად გადაანაწილეთ. ზემოდან კი ტომრის საშუალებით მოათავსეთ კრემის ფიგურები.

6.გამოაცხეთ 160 გრადუსზე 45 წუთი.

გემრიელად მიირთვით!