მარტივი და გემრიელი კარტოფილის ღვეზელი საინტერესო შიგთავსით

1297

სოფლის პროდუქტები ნატურალურობასთან და უმაღლეს ხარისხთან ასოცირდება, მათგან მომზადებული კერძები კი ტრადიციულ გემოსთან. სოფლის რძე და ბოსტნეული მუდამ დიდი პოპულარობით სარგებლობდა დიასახლისებში, სუპერმარკეტში ნაყიდი პროდუქტებისგან განსხვავებით.

სწორედ ამიტომ ვერცერთი მაღაზიის ღვეზელი ვერ შეედრება ბებოს რეცეპტით გამომცხვარს. მოამზადეთ ატმოსფერული და არომატული ღვეზელი თუნდაც ნაყიდი ინგრედიენტებისგან და ის ვახშამს განსაკუთრებულ სითბოს შესძენს.

ინგრედიენტები

  • 250 გრ ფქვილი
  • 4 კვერცხი
  • 4-6 ც კარტოფილი
  • 120 გრ მარგარინი
  • 80 გრ ბეკონი
  • 3-4 ს.კ. ტომატ პასტა
  • 50 გრ კარაქი
  • 1-2 ს.კ. წყალი
  • 500 გრ ინდაურის ფარში
  • 1 ც ხახვი
  • 20 გრ როზმარინი
  • 2 კბ ნიორი
  • 10 გრ გამაფხვიერებელი
  • მარილი, პაპრიკა, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. გაცრილ ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი, მარგარინი, კვერცხი, წყალი, მარილი. მოზილეთ ცომი და შედგით მაცივარში 40 წუთით.

2. მოხარშეთ კარტოფილი ოდნავ მარილიან წყალში და გააცივეთ.

3. დაჭერით ბეკონი წვრილად და შეწვით ზეთში, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, გატარებული ნიორი, დაქუცმაცებული როზმარინი.

4. მოთუშეთ ფარში ზეთში და დაუმატეთ სუნელები გემოვნებით. გააცივეთ და შეურიეთ ბეკონის მასას.

5. გააბრტყელეთ ცომი ისე რომ საცხობი ფორმის დიამეტრზე ოდნავ დიდი გამოვიდეს.

6. გადაიტანეთ ცომი ფორმაზე, მოათავსეთ ფარში, დაჭრილი კარტოფილი. დააფარეთ ზემოდან ცომი, წაუსვით ათქვეფილი კვერცხი.

7. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45-50 წუთით.

მიირთვით კერძი ცხლად არაჟნის ან ხახვის სოუსთან. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!