მარტივი და გემრიელი ბანანის ნამცხვარი ლიმონის მინანქრით

2324

ეს მარტივი  ნამცხვარი საუკეთესოა ფინჯან ჩაისთან და ყავასთან ერთად. განსაკუთრებული შემთხვევებისთვის დაშაქრული ბანანით გააფორმეთ.

ინგრედიენტები:

ბისკვიტი

  • 225 გ ფქვილი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 1/2 ჩ.კ. სოდა
  • 1/2 ჭიქა
  • 120 გ უმარილო კარაქი (დარბილებული)
  • 3/4 ჭიქა (150 გ) შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 1 ½ ჭიქა, დაახლოებით 3 დიდი მწიფე ბანანი (ჩანგლით დაჭყლეტილი)

ლიმონის მინანქარი 

  • 2 ჭიქა შაქრის პუდრი
  • 2-3 ს/კ ახალგამოწურული ლიმონის წვენი
  • დაფქული დარიჩინი (მოსაყრელად)
  • დაშაქრული ბანანის ნაჭრები (გასაფორმებლად)

ულუფა: 8

მომზადება: 30 წუთი + 1 საათი გასაცივებლად

ცხობა: 45-50 წუთი

მომზადების წესი: 

  1. ბისკვიტი. ღუმელი 180 გრადუსზე გააცხელეთ. საცხობი ქვაბის ძირი (20 სმ) და გვერდები კარაქით მსუბუქად გაპოხეთ. ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
  2. ფქვილი, გამაფხვიერებელი და სოდა გაცერით.
  3. კარაქი და შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე და ერთგვაროვანი, კრემისებური მასის მიღებამდე. სათითაოდ დაამატეთ კვერცხები და კარგად ათქვიფეთ.
  4. თანდათან დაამატეთ ფქვილის ნარევი და კარგად აზილეთ.
  5. მიღებული მასა წინასწარ გამზადებულ ფორმაში კოვზით გადაიტანეთ.
  6. აცხვეთ 40-50 წუთის განმავლობაში.
  7. 10 წუთით ფორმაში გააგრილეთ, შემდეგ ცხაურზე ამოაბრუნეთ და ბოლომდე გააცივეთ.
  8. ლიმონის მინანქარი. შაქრის პუდრი და ლიმონის წვენი პატარა ჯამში მოათავსეთ და დააბლენდერეთ, ნაზი მინანქარი გააკეთეთ.
  9. მოასხით ნამცხვრის ზედაპირზე და დარიჩინი მოაყარეთ. სურვილისამებრ, დაშაქრული ბანანით გააფორმეთ. სასურველია, 1 საათით გაყინოთ.
  10. დაჭერით და მიირთვით.