მარილის ქურქში გამომცხვარი უგემრიელესი სკუმბრია – სარესტორნო კერძი!

708

ინგრედიენტები

  • სკუმბრია 700გ
  • ლიმონი 0,3 ცალი
  • ნიორი 3 კბილი
  • წიწაკების ნარევი
  • მარლი 1კგ
  • ოხრახუში 10გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • წყალი 2 სუფრი სკოვზი

მომზადება

1.გარეცხეთ თევზი, გამოშიგნეთ, მოაშორეთ მუცელზე შავი საფარი.

2.მოასხით ლიმონის წვენი, მოაყარეთ მარილების ნაზავი და კარგად შეაზილეთ.

3.ამოავსეთ ნივრით და მწვანილით თევზი.

4.მარილს დაუმატეთ ცილა, 2 სუფრის კოვზი წყალი და კარგად მოურიეთ.

5.გამოსაცხობ ფორმაზე დააფინეთ ქაღალდი. მოათავსეთ მარილის თხელი ფენა.

6.ზემოდან დაადეთ თევზი.

7.თანაბრად გადაანაწილეთ დარჩენილი მარილი, რათა მან მთლიანად დაფაროს თევზი. თევზი მარილის იმდენ რაოდენობას სეიწოვს, რამდენიც საჭიროა იდეალური შედეგის მისაღებად.

8.გამოწურული ლიმონი მოულაგეთ გვერდით – ცხობისას ის ნატურალური არომატიზატორის როლს შეასრულებს.

9.გამოაცხეთ 50-60 წუთი 160 გრადუსზე.

10.ფრთხილად გადახსენით მარილის ფენა.

გემრიელად მიირთვით!