Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ, რომ სხვადასხვა გემოებით და ინგრედიენტებით ექსპერიმენტები ჩაატაროთ. მაგალითად, მაიონეზი სახლში კვერცხის გარეშე მოამზადეთ ან საერთოდ სამარხვო ვარიანტი სცადეთ. კვერცხზე ალერგიული ხალხისთვის შესაფერისია. გასწავლით, როგორ მოამზადოთ მაიონეზი კვერცხის გარეშე.
ინგრედიენტები:
- 150 მლ რძე
- 300 მლ მცენარეული ზეთი
- 2-3 ჩ/კ მდოგვი
- 2 ს/კ ლიმონის წვენი
- 0,5 ჩ/კ მარილი
- მწიკვი შაქარი
მომზადების წესი:
1. მაიონეზის რეცეპტი ძალიან მარტივია. მოსამზადებლად ხელის ბლენდერი დაგჭირდებათ. ინგრედიენტები, ბლენდერი და მშრალი ჭურჭელი მოამზადეთ.
2. რძე თასში ჩაასხით და ათქვიფეთ, სანამ ფაფუკი არ გახდება.
3. რძის ათქვეფა არ შეწყვიტოთ, თანდათან ზეთი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ. სისქეს დააკვირდით. თუ საკმარისი არაა, ცოტა მეტი ზეთი დაუმატეთ.
4. საჭირო მასის მიღების შემდეგ მარილი, შაქარი, მდოგვი და ლიმონის წვენი დაუმატეთ.
5. ისევ ათქვიფეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. მაიონეზი მზადაა!
კვერცხის გულიანი მაიონეზისგან ოდნავ განსხვავებული გემო აქვს, მაგრამ მოგეწონებათ. ნაზი და ფაფუკი გამოდის. სალათებში გამოგადგებათ. თუ სამარხვო მაიონეზის გაკეთებას აპირებთ, აკვაფაბი (პარკოსანის ნახარში), სოიოს ან ნუშის რძე გამოიყენეთ. ცოტა მეტი ზეთის გამოყენება მოგიწევთ, მაგრამ სასიამოვნო შედეგს მიიღებთ. უჩვეულო სოუსი სალათებში შეუცვლელი გახდება.