ლეგენდარული ,,პრაღის კიტრი”

1613

კონსერვირებულ კიტრს ხშირად შეხვდებით მაგიდაზე. ძირითადად ის სალათებშია. მაგალითად ისეთში, როგორიც არის ,,ოლივიე.” თუმცა მას უარყოფითი მხარეც აქვს. მის შემადგენლობაშ შედის ძმარი, რომელიც ყველას გემოვნებაში არ ჯდება და მრავალი დაავადების გამომწვევია.

ციტრუსის მჟავა უფრო ეფექტურია, ვიდრე ძმარმჟავა. ციტრუსი კიტრს შეუნარჩუნებს ბუნებრიობას. არომატისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ სასურველი მწვანილი.

მასალები:

  • კიტრი – 550-650 გ
  • ლიმონი – ნახევარი
  • ნიორი – 3 კბილი
  • კამა – 2 ც
  • წიწაკა – 5 ცალი.
  • წყალი – 1 ლ
  • მარილი – 50 გ
  • ციტრუსის მჟავა- 1 ჩ.კ.
  • შაქარი – 150 გ

მასალები:

1. კიტრი ჩაყარეთ წყალში და დატოვეთ 6 საათის განმავლობაში.

2. წინასწარ მომზადებულ ქილაში, ძირზე, მოათავსეთ ნიორი, წიწაკა, კამა. შეგიძლიათ დაუმატოთ ალუბლის ან მუხის ფოთლები.

3. დაჭერით ლიმონი და ჩაყარეთ ქილებში. შეურიეთ კიტრი.

4. ადუღებულ წყალში ჩაყარეთ მარილი, შაქარი და ლიმონმჟავა. გააჩერეთ 20 წუთით. ლიმონმჟავა წყალს გაამწვანებს. შემდეგ ქილებში ჩაასხით.

5. მოხუფეთ ქილები, დააწყეთ თავდაყირა და დაელოდეთ მის გაგრილებას.

6. შეინახეთ კიტრი გრილ ადგილას. შეგიძლიათ კიტრი დაამატოთ სალათებს ან ცალე მიირთვათ. თუ მოგეწონათ, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც.