კრეკერის ბრიკეტი ხორცისა და ბოსტნეულის საუცხოო შიგთავსით

1122

დღეს ჩვეულებრივი ბუტერბროდებით ვერავის გააკვირვებ, ამიტომ ისინი ჩაანაცვლა კანაპეებმა ან კალათებმა სხვადასხვა შიგთავსით. მაგრამ ხანდახან ისეთი რეცეპტი გხვდება, რომ სურვილი გიჩნდება, სასწრაფოდ მოამზადო. პირადად ჩემთვის ასეთი აღმოჩნდა სენდვიჩი ძეხვითა და ბოსტნეულით არაჟნის სოუსში მარილიანი კრეკერების ფენებით.

მას ცივ სენდვიჩსაც უწოდებენ, რადგან ინგრედიენტები კარგად რომ შეიწოვოს, რამდენიმე საათი მაცივარში უნდა შედგა. ჩვენს რეცეპტში ბულგარული წიწაკა და კიტრია გამოყენებული, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნებისმიერი საყვარელი ბოსტნეულით.

ინგრედიენტები

  • 24 ც კრეკერი
  • 400 გრ არაჟანი
  • 2 ც მჟავე კიტრი
  • 0,5 ც ბულგარული წიწაკა
  • 70 გრ შებოლილი ძეხვი
  • 30 გრ ჟელატინი
  • 2 ს.კ. წყალი
  • შაქარი გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. ჟელატინს დაამატეთ 2 ს.კ. ადუღებული და გაცივებული წყალი, დადგით ცოტა ხნით, შემდეგ დაადნეთ მიკროტალღურ ღუმელში ან ორთქლზე.

2. დაჭერით წვრილად ბულგარული წიწაკა, მჟავე კიტრი და ძეხვი. დაასხით ცხიმიანი არაჟანი, დაუმატეთ შაქარი, მარილი და პილპილი, კარგად მოურიეთ.

3. შეურიეთ მასას ჟელატინი და კვლავ მოურიეთ.

4. ჩააფინეთ ფორმაში საკვების ცელოფანი. დაალაგეთ კრეკერების ფენა ფსკერზე. დაასხით არაჟნის მასა და კვლავ დაალაგეთ კრეკერები.

5. შედგით ფორმა მაცივარში რამდენიმე საათით, შემდეგ დაჭერით კვადრატებად.

შინ სამზარეულოში, პიკნიკზე, ან სავარძელზე ტელევიზორის ყურებისას, კრეკერის სენდვიჩები შესანიშნავი ხემსი გახდება – პურზე წასმულ შიგთავსებზე ან ტარტალეტკებზე ბევრად საინტერესო. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!