კორდონ ბლუ კარტოფილით, ლორით და ყველით

733

გაგისინჯავთ როდესმე კორდონ ბლუ? ძალიან ცნობილი კერძია მთელს მსოფლიოში.

ეს კერძი ჩემს ოჯახსაც ძალიან უყვარს. გუშინდელი სუფრიდან მორჩენილი კარტოფილისგან ხშირად მომიმზადებია.

მარტივია, სწრაფია და თან ეკონომიურია.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი 10 ცალი
  • ლორი 100გ
  • ყველი 100გ
  • მარილი, საფანელი, მზესუმზირის ზეთი გემოვნებით

მომზადება

1.მოხარშეთ კარტოფილი ქერქით ან ორთქლზე. გაასუფთავეთ, მოაყარეთ მარილი და დაჭყლიტეთ.

2.ყველი და ლორი დაჭერით.

3.კარტოფილის ფირფიტაზე მოათავსეთ ლორი და ყველი.

4.მეორე კარტოფილის ფირფიტა შეუერთეთ. ამოავლეთ საფანელში და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!