კონსერვირებული პომიდორი ალუჩასთან ერთად – მეორე წელია ძმარს აღარ ვუმატებ

98

პომიდორი ძალიან უხდება ალუჩას. ზამთრისთვის ხშირად ვამზადებ მათ კონსერვს.

ინგრედიენტები

  • 5კგ პომიდორი
  • 8 ცალი სტაფილო
  • 8 ხახვი
  • 20 ცალი ალუჩა თოთო ქილაზე
  • კამა
  • 3 კბილი ნიორი 1 ქილაზე
  • მიხაკი, წიწაკის მარცვლები და დაფნის ფოთოლი

მომზადება

1.ცეცხლზე მოათავსეთ 2 ქვაბი. ერთში გავასტერილებთ ქილებს, ხოლო მეორეში მოვამზადეთ მარინადს.

2.1ლ წყალზე უნდა გათვალოთ 1 სუფრის კოვზი შაქარი და ამავე რაოდენობის მარილი (ოდნავ მეტი). აადუღეთ წყალი.

3.მრგვლად დაჭრილი სტაფილო რამოდენიმეჯერ ჩაუშვით ცხელ მარინადში. შემდეგ ამოიღეთ და გადაანაწლეთ ქილებში. ამ მეთოდით შეგიძლიათ დაამუშაოთ ხახვი, კამა და ალუჩა.

4.ამასობაში გარეცხეთ პომიდორი, ჩაუშვით უბრალო ცხელ წყალში.

მთავარია პომიდორი არ დასკდეს, ამიტომ მიაქციეთ ყურადღება ცხელ წყალში დებისას.

5.პომიდორი გადაიტანეთ ქილაში, ზემოდან გადაანაწილეთ ნიორი, კამა, მოასხით მარინადი და დააფარეთ თავსაფრები ქილებს.

6.ქილები გადმოაბრუნეთ, შეფუთეთ პლედში და ამ მდგომარეობაში დატოვეთ რამდენიმე დღე.

გემრიელად მიირთვით!