კომბოსტოს წვენში დამწნილებული კიტრის რეცეპტი

1050

კიტრის დამწნილების უამრავი რეცეპტი არსებობს. კლასიკური ვერსიით კიტრს სხვადასხვა მცენარის ფოთლებისგან და სანელებლებისგან მომზადებულ მარინადს ასხამენ. ჩვენ კი გთავაზობთ ამ რეცეპტს კომბოსტო დაუმატოთ.

იგი კიტრს მომჟავო გემოს შესძენს და მარინადს ვიტამინებით აავსებს. კიტრის მწნილისგან დარჩენილი წვენი შეგიძლიათ დალიოთ წამლის სახით, დღეში ერთი ჭიქა.

კიტრის მწნილი კომბოსტოთი

ინგრედიენტები

  • 2 კგ კიტრი
  • 1 ც თეთრი კომბოსტო
  • 300 მლ ვაშლის წვენი
  • 4 კბილი ნიორი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 2 ს.კ. მარილი
  • 1 კონა კამა

მომზადების წესი

1. გარეცხეთ კომბოსტო და დააცალკევეთ ფურცლები. მოათავსეთ ისინი მდუღარე წყალში რამდენიმე წუთით, შემდეგ კი გააშრეთ.

2. იგივე გაიმეორეთ კიტრითაც. გარეცხეთ, გააჩერეთ მდუღარე წყალში, შემდეგ გადაიტანეთ ცივ წყალში და საწურზე დაალაგეთ, რომ მოშორდეს ზედმეტი სითხე.

3. თითოეულ კომბოსტოს ფურცელში გაახვიეთ კიტრი და მოათავსეთ ქილებში.

4. ქილებში მოათავსეთ ნიორი და კამის ღეროები. მოამზადეთ მარინადი: მდუღარე წყალში გახსენით შაქარი და მარილი, შემდეგ კი ვაშლის წვენი დაუმატეთ.

5. ბოლომდე გაავსეთ ქილები მარინადით. დაასტერილეთ ქილის თავსახურები და მოხუფეთ, ჩააბრუნეთ ქილები და გააცივეთ. შეინახეთ ცივ ადგილას.

ზამთრისთვის შესანახი კიტრის მწნილი კომბოსტოთი მზადაა. კომბოსტოს ნაცვლად შეგიძლიათ ყურძნის ფოთლები გამოიყენოთ, მწნილი ასეც გემრიელი გამოვა.