კლასიკური ფრანგული ჟულიენი, რომელსაც ტარტალეტკებშიც ვაცხობ

887

ჟულიენი სინამდვილეში არ არის კონკრეტული კერძი ფრანგულ სამზარეულოში. ჟულიენი – ეს ბოსტნეული დაჭრის მეთოდია სალათებისთვის, სოუსებისთვის და სუპებისთვის. ბოსტნეულს ჭრიან თხლად. თვითონ სახელწოდება ჟულიენი, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად სახლეწოდება ჟულიენისგან მოდის, რაც ბოსტნეულს სიახლეს და სასარგებლობას ნიშნავს. დღეს ჩვენ მოვამზადებთ კალორიულ, მაგრამ ძალიან ნაზ ჟულიენს სოკოთი.

ინგრედიენტები

  • 50გ ქათმის ფილე
  • 300გ ქამა სოკო
  • 200გ არაჟანი
  • 200გ ყველი
  • 50გ ფქვილი
  • 20გ კარაქი
  • 30მლ მცენარეული ზეთი
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

1.გარეცხეთ სოკო ცივი წყლით და დაჭერით კუბიკებად.

2.მოთუშეთ სოკო ტაფაზე ცხიმის გარეშე მანამ, სანამ სითხე არ აორთქლდება სრულად.

3.წვრილად დაჭერით ქათმის ფილე და ხახვი. ტაფაზე მოასხით 30მლ მცენარეული ზეთი და მოათავსეთ 20გ კარაქი.

4.მოაყარეთ მარილი და წიწკა,მოთუშეთ 15 წუთი.

5.სანამ კერძი მზადდება, ფქვილს დაუმატეთ არაჟანი. კარგად მოურიეთ. არაჟნის მასა გააცხელეთ ცალკე ტაფაზე.

6.სოკოს და ქათმის მასა დაყავით ულუფებად და მასხით არაჟნის სოუსი. ჟულიენს მოაყარეთ გახეხილი ყველი.

7.გამოაცხეთ 18ო გრადუსზე 30-35 წუთი.

გემრიელად მიირთვით!