არასოდეს არ მიყვარდა კიტრის მწნილი, შესაბამისად არასოდეს არ ვამზადებდი. ამ რეცეპტით დამწნილებული კიტრის გასინჯვის შემდეგ დამიჯერეთ ყველაფერი შეიცვალა. ახლა ნამდვილად დავიწყებ ზამთრისთვის სხვაგვარად მომზადებას. თქვენც ცადეთ და თავად დარწმუნდით.
ინგრედიენტები
- ქილა 1,5ლ
- კიტრი
- კამა
- წიწაკის მარცვლები 6 ცალი
- მოცხარის და ჯანჯაფილის ფოთლები
- ნიორი
- მარილი 1,5 სუფრის კოვზი
მომზადება
- კარგად გარეცხეთ კიტრი, მოაშორეთ ბოლოები.
- ქილაში მოათავსეთ ფოთლები, კამა და ნიორი.
- მოათავსეთ კიტრი(აავსეთ ნახევარი ქილა) და შემდეგ ისევ მწვანილის ფენა ნიორთან ერთად.
- აავსეთ ქილები.
- მოაყარეთ მარილი, წიწაკა და ფოთლები.
- დაასხით ცხელი წყალი და დააფარეთ თავსაფარი. შეანჯღრიეთ, რათა გაიხსნას მარილი.
- ქილა გაგრილებამდე დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ გადაიტანეთ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!