ხაჭოს უგემრიელესი დესერტი ცუკატებით

785

უმარტივესი და ძალიან მადისაღმძვრელი დესერტის სახლში მომზადება უნდა ვისწავლოთ დღეს. მდიდრული ვიზუალი და მარტივი ინგრედიენტები მას იდეალურს ხდის. გემოზე აღარაფერს ვამბობ იმდენად გემრიელია.

ინგრედიენტები

  • ხაჭო 500გ
  • კარაქი 80გ
  • არაჟანი 130გ
  • კვერცხი 4 ცალი
  • შაქარი 80გ
  • ვანილი 10-20გ
  • სახამებელი 15გ
  • ლიმონის წვენი 2 სუფრის კოვზი
  • ლიმონის ქერქი გემოვნებით
  • კურკუმა 0,3 ჩაის კოვზი
  • ყაყაჩო 30გ
  • ცუკატები 150გ
  • გახეხილი ქოქოსი

მომზადება

1.ათქვიფეთ გამღვალი კარაქი ხაჭოსთან, არაჟანთამ, კურკუმასთან, ლიმონის წვენთან და ვანილთან ერთად. დაუმატეთ სახამებელი და კვერცხი თითო-თითოდ.

2.მასას გადაურეთ ცუკატები, ყაყაჩო, ლიმონის ცედრა.

3.ხაჭოს მასა მოათავსეთ ფორმაში. გამოაცხეთ 50 წუთი 160 გრადუსზე, გააფორმეთ ქოქოსის ფანტელებით და 2 საათი შეინახეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!