კიტრის მწნილი. სწრაფი მომზადების რეცეპტი

1562

დღეს ჩვენ ერთად დავამწნილებთ კიტრს ქვაბში. გამოვიყენებთ ისეთ ხერხებს, რომლის მეშვეობითაც კიტრი გამოვა წვნიანი და ამავდროულად ხრაშუნა.

ამ მეთოდით არამარტო ქვაბში, არამედ სხვა ჭურჭელშიც შეგიძლიათ დაამწნილოთ.

ეს რეცეპტი მრავალი წელია ჩემი ფავორიტია, ბებიამ ჯერ კიდევ ბავშვობაში გადმომცა.

მოდით გავაკეთოთ . . .

ინგრედიენტები

  • ცივი წყალი
  • შავი წიწაკა 6-7 მარცვალი
  • კამა
  • ჯანჯაფილი, 2 ფოთოლი
  • დაფნის ფოთოლი 2 ცალი
  • მოცხარის ფოთოლი 2-3 ცალი
  • 1ლ ქვაბზე 1 სუფრის კოვზი მარილი
  • ნიორი 2-3 კბილი
  • კიტრი, რამდენიც ჩაეტევა ქვაბში
  • ალუბლის ფოთოლი 6-7 ცალი

მომზადება

1.გარეცხეთ კიტრი და ფოთლები. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი კიტრი.

2.რაც დიდია ზომაში კიტრი, მით აკლები ჩაეტება ქვაბში. შუშის ქილაში ეტევა დაახლოებით 1,5კგ კიტრი.

3.თუ გინდათ მალე მომზადდეს,კიტრს მოაჭერით თავი ორივე მხრიდან.

4.მაგრამ თუ შესანახად გნებავთ, მაშინ არ მოაჭრათ თავები.

5.ახლა კი ის მეთოდი, რომელიც ამ პროცესს აჩქარებს: თითოეული კიტრუ ჩაჭერით 3-4 ადგილას.

6.ჩაჭერით ფოტოზე მითითებული ნიმუშის მიხედვით.

7.ქვაბის ძირზე მოათავსეთ ალუბლის ფოთოლი, კამა, მოცხარის ფოთოლი, ერთი ფოთოლი ჯანჯაფილი და წიწაკა. გადააფარეთ დაფნის ფოთოლი.

8.გამოიყენეთ 2 ცალი დაფნის ფოთოლი, ამ ინგრედიენტის დიდი რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში, თქვენი მწნილი არასასიამოვნო გემოს დაგიტოვებთ. სურვილასმებრ გამოიყენეთ ნიორი.

9.ქვაბი აავსეთ კიტრით და მოაყარეთ მარილი. 1 სუფრის კოვზი მარილი 1ლ წყალზე.

10.შემდეგ ეტაპზე ქვაბში მოათავსეთ მწვანილი და ფოთლები.

11.თუ თქვენ იყენებთ შუშის ქილას, მაშინ თავზე მჭიდროდ არ დააფაროთ. ასეთ მდგომარეობაში ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ 24 საათი.

12.მითითებული დროის შემდეგ კიტრი მზად იქნება!

13.შეინახეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!