დღეს ჩვენ ერთად მოვამზადებთ კივისა და ბანანის მურაბას. ბავშვებს ძალიან მოსწონთ ეს ტკბილეული.
ის გამოდის უგემრიელესი და საოცრად არომატული.
ინგრედიენტები
- 5 კივი
- 1 ბანანი
- 1 ჩაის კოვზი ჟელატინი
- 220გ შაქარი
- ნახევარი ლიმონი
მომზადება
1.ხილი დაჭერით წვრილად.


2.დაჭრილი ხილი დაჭყლიტეთ.

3.შემდეგ დაუმატეთ შაქარი, ჟელატინი და ლიმონის წვენი.

4.მასა მოათავსეთ ცეცხლზე და მოხარშეთ 7 წუთი.

5.მურაბა გადაანაწილეთ ქილებში.

გემრიელად მიირთვით!
 
            








