კვერცხის მწვადები – იდეალური არჩევანი!

1396

სამხრეთ – აღმოსავლეთ აზია ცნობილია ეგზოტიკური სამზარეულოთი. კვერცხისგან აზიაში უამრავ არასტანდარტულ კერძებს ამზადებენ.

ზაფხულში ძალიან ხშირად მივდივართ ბუნებაში და ვწვავთ ხორცს, მაგრამ ამასობაში იჩაგრებიან ხორცის არმჭამელი ადამიანები, მაგალითად მე. ამიტომაც ასეთი სიტუაციისთვის ეს რეცეპტი ძალიან გამოგადგებათ.

ინგრედიენტები

  • 9 კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • წიწაკა
  • 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული მწვანილი
  • 3 ხის წკირი

მომზადება

1.ხის წკირები მოათავსეთ წყალში რამდენიმე საათი.

2.არ დაგავიწყდეთ კვერცხის დეზიმფექცია. ფრთხიად ჩახვრიტეთ კვერცხი.

3.კვერცხის აუცილებლად უნდა დაამუშაოთ.

4.კექსის ფორმაში მოათავსეთ კვერცხი. ქაღალდისგან გააკეთეთ საწრუპი.

5.საწრუფის მეშვეობით კვერცხში ჩაყარეთ წიწაკა, მარილი და მწვანილი.

6.ხის წკირით ათქვიფეთ კვერცხი.

7.კექსის ფორმა მოათავსეთ ღრმა ჯამში და ჩაასხით წყალში. გამოაცხეთ ღუმელში 175 გრადუსზე 12 წუთი.

8.გააგრილეთ კვერცხი.

9.წამოაცვით წკირზე.

10.მოათავსეთ გრილზე 2 წუთი.

11.მზად არის!

12.უგემრიელესია!

წიწაკის ომლეტი

ინგრედიენტები

  • 3 ტკბილი წიწაკა
  • 6 კვერცხი
  • 125გ გახეხილი ყველი
  • 4 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული მწვანილი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.წიწაკას მოაჭერით თავი.

2.თითოეულში ათქვიფეთ 2 კვერცხი.

3.დაუმატეთ მარილი, წიწაკა, მწვანილი და ყველი. მოურიეთ.

4.წიწაკას დააფარეთ მისივე თავი და მოათავსეთ გრილზე.

5.20 წუთი მზად არის!

გემრიელად მიირთვით!

კვერცხი ფოლგაში

ინგრედიენტები

  • 4 კვერცხი
  • მწვანილი
  • პომიდორი
  • მაიონეზი
  • ფოლგა

მომზადება

  1. გარეცხეთ და გააშრეთ კვერცხი, შეახვიეთ ფოლგაში.
  2. კვერცხი მოათავსეთ ცხელ ნაკვერჩხალზე.
  3. გაგრილების შემდეგ მოაშორეთ ფოლგა.
  4. გემრიელად მიირთვით!