კეფირზე მომზადებული ვარენიკები ხაჭოს შიგთავსით

745

ვარენიკები ბავშვობიდან ძალიან მიყვარს. ბებია ყოველთვის ამზადებდა ამ კერძს თავისებურად! ნაყიდი ვარენიკებისგან განსხვავებით ის სქელს და ფუშფუშას ამზადებდა.

ნამდვილი უკრაინული ვარენიკი სწორედ ასეთი უნდა იყოს!

დღეს მე ჩემი საყვარელი ბებიის რეცეპტს გიზიარებთ.

ინგრედიენტები

  • ხაჭო 400გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • შაქარი 2 სუფრის კოვზი
  • კეფირი 300მლ
  • მანანის ბურღული 2 სუფრის კოვზი
  • ხორბლის ფქვული 300გ
  • სოდა 1 ჩაის კოვზი
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი

მომზადება

1.დავიწყოთ შიგთავსის მზადებით. ხაჭოს დაუმატეთ კვერცხი, შაქარი და მამანის ბურღული. დაჭყლიტეთ, გადააფარეთ ხელსახოცი და გადადგით გვერდზე.

2.გაცერით ფქვილი, დაუმატეთ სოდა, მარილი. მოასხით კეფირი და მოზილეთ რბილი წებოვანი ცომი.

3.მოაყარეთ ფქვილი და დაელოდეთ 10 წუთი ცომის ამოფუებას.

4.გააბრტყელეთ მრგვლად და ამოჭერით.

5.მოათავსეთ შიგთავსი და მიეცით ვარენიკის ფორმა.

6.მოხარშეთ ან მოამზადეთ ორთქლზე.

გემრიელად მიირთვით!