კერძი, რომელიც ნებისმიერ სადღესასწაულო მაგიდას დაამშვენებს

65

ხორცი დღესასწაულზე განსაკუთრებით გემრიელი უნდა იყოს და სხვა კერძების და წასახემსებლის ფონზე კარგად გამოიყურებოდეს. სწორედ ამიტომ, მისთვის სპეციალური სოუსიც მოამზადეთ, თუმცა კერძი მის გარეშეც შეუდარებელი გამოდის!

მთავარი კერძის, უფრო ზუსტად რულეტისთვის, კარგი, წვნიანი ღორის ხორცის ნაჭრები გამოიყენეთ. ასეთი ხორცი ღუმელში არ გახმება. მისი დაგემოვნება ორიგინალურ შიგთავსთან ერთად ყველა მოუნდება: როგორც მუდმივად მშიერი კაცები, ასევე მოხდენილი ქალებიც მასზე უარს ვერ იტყვიან. რულეტში ხომ სულ ცოტა ცხიმია. კერძი ნოყიერი, ამავდროულად კუჭისთვის კომფორტულია.

რულეტის ინგრედიენტები:

  • 600 გრ ღორის ხორცი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 0,5 ჩ/კ წიწაკა
  • 1 ჩ/კ მაიორანი
  • 2 ჩ/კ მდოგვი
  • 1 ს/კ საფანელი
  • 40 გრ ნიგოზი
  • 40 გრ შავქლიავი
  • 150 გრ ლორი
  • 2 ტოტი ბეგქონდარა

სოუსის ინგრედიენტები:

  • 200 მლ თეთრი მშრალი ღვინო
  • 2 ს/კ ბალზამირებული სოუსი
  • 2 ჩ/კ მდოგვი
  • 30 გრ კარაქი
  • მარილი, წიწაკა

მომზადების წესი:

1. ხარისხიანი ღორის ნაჭრები აიღეთ, გარეცხეთ, თხელი გარსი და ზედმეტი ცხიმი მოაშორეთ. შუაში ჩაჭერით და ჩაქუჩით დაბეგვეთ. რულეტის ბაზა გვჭირდება, ასე რომ ხორცი 1 სმ სისქის უნდა იყოს. საკვებ პარკზე გადაიტანეთ, მარილი და წიწაკა მოაყარეთ. მაიორანი და მდოგვი დაუმატეთ. სანელებლები მთელ ზედაპირზე გაანაწილეთ.

2. ღორის ხორცს საფანელი, დაქუცმაცებული ნიგოზი და შავქლიავი მოაყარეთ. ასე 10 წუთით გააჩერეთ, რომ შიგთავსით კარგად გაიჟღინთოს. ამ დროში სხვა რამით, მაგალითად, სოუსის მომზადებით დაკავდით.

3. ღორის ხორცი რულეტივით დაახვიეთ. რამდენიმე ლორის ფირფიტა შემოახვიეთ და ახლა რულეტი ლორში გაახვიეთ. 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35 წუთით აცხვეთ. კარგი იქნება, თუ რამდენიმე ტოტ ბეგქონდარას დაუმატებთ.

4. ღუმელში გამომცხვარ საყვარელ ხორციან კერძს სოუსი კარგად უხდება. ტაფაზე მოამზადეთ. ტაფა გააცხელეთ და თეთრი მშრალი ღვინო დაასხით, ბალზამირებული ძმარი დაუმატეთ. რამდენიმე გრამი მდოგვიც დაგჭირდებათ. 10 წუთით ხარშეთ და კარაქის ნაჭერი დაუმატეთ. მარილი და წიწაკა დაუმატეთ და რამდენიმე წუთით ხარშეთ, რომ სოუსი გასქელდეს. ცალკე თასში ჩაასხით და სუფრაზე გაგრილებული, მაგრამ ჯერ კიდევ თბილი რულეტი გაიტანეთ.

ხორცი შესანიშნავად გამოიყურება. დაჭრილი კიდევ უფრო დიდებულად გამოიყურება. მას გემოვნებით ნებისმიერი გარნირი მოუხდება. მაგალითად, სტანდარტული კარტოფილის პიურე იდეალურია. განსაკუთრებით მაშინ, თუ საფირმო სოუსს მოასხამთ.

გრილზე მომზადებული ბოსტნეული კერძს უფრო მეტად გემრიელს გახდის. თევზის კერძებთან ერთად არ მიირთვათ, რადგან თავისი არსებობით გემოს ძალიან აზავებს. თუ მაღაზიაში დაკონსერვებულ სიმინდს იპოვით, ღორის ხორცთან მის გამოყენებას გირჩევთ. ამად ღირს.