კერძი, რომელიც გასინჯვისთანავე ყველას უყვარდება. მადისაღმძვრელი და ბიუჯეტური დელიკატესი

3881

სამზარეულო სახლის სწორედ ის ნაწილია, სადაც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს. ხშირად ვცდილობ ჩემი წარმატებული ექსპერიმენტებით საკუთარი ოჯახის წევრების, მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების განებივრებას.

დღევნადელ სტატიაში მინდა გასწავლოთ ერთი საოცრად არომატული და ძალიან გემრიელი დელიკატესის დამზადება, რომელიც განურჩევლად ასაკისა, აბსოლიტურად ყველას შეუყვარდება. კარტოფილი, ფარში, მცირეოდენი ყველი და სხვადასხვა სანელებლები – საუცხოოდ გემრიელი და საკმაოდ ნოყიერი ვახშამი მთელი ოჯახისთვის მზად არის!

ინგრედიენტები:

  • 200 გრამი საქონლის ფარში
  • 500 გრამი კარტოფილი
  • ნახევარი თავი ხახვი
  • 2 ს.კ. არაჟანი
  • 50 გრამი ხმელი ყველი
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • 1 ს.კ. პომიდვრის სოუსი
  • 150 გრამი ბრინჯი
  • 1 ცალი სტაფილო
  • 1 ჭიქა წყალი
  • 2 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

1. წვრილად დაჭერით ხახვი, გახეხეთ სტაფილო და ტაფაზე ოდნავ მოთუშეთ.

2. მოხარშეთ ბრინჯი.

3. დაამარილეთ და მოაყარეთ პილპილი ფარშს. ჩაამატეთ მასში მოთუშული ბოსტნეული და მოხარშული ბრინჯი. ახლა კი შეუდექით ფარშისგან პატარა ბურთების შეკვრას.

4. კარგად გარეცხეთ კარტოფილი, გაასუფთავეთ კანისგან და დაჭერით საშუალო სისქის რგოლებად. საცხობ ფორმას შეაზილეთ მცირეოდენი მზესუმზირის ზეთი და მასში თანმიმდევრობით ჩაალაგეთ კარტოფილი და ფარშის ბურთები, დაახლოებით ისე, როგორც ქვემოთ ფოტოზეა ნაჩვენები.

5. მოათავსეთ კერძი წინასწარ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთით. პარალელურად შეურიეთ ერთმანეთში წყალი, პომიდვრის სოუსი, მარილი და პილპილი. 20 წუთის შემდეგ გამოიღეთ კერძი ღუმელიდან, მოასხით მას ეს ნარევი და კლავ დააბრუნეთ ღუმელში 15 წუთით.

6. 15 წუთის შემდეგ მოახეხეთ თქვენს კერძს ყველი და კვლავ შედგით ღუმელში 5 წუთით. საოცრად გემრიელი და არომატული დელიკატესი მზად არის!

ჩემი ქმარი და შვილები უკვე გიჟდებიან ამ კერძზე და მის მომზადებას ყოველდღიურად მთხოვენ. ვიმედოვნებ, რომ ეს რეცეპტი თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგი აღმოჩნდება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!