კატლეტები პურით – ბოშა ქალის რეცეპტი!

1773

სახლში მომზადებული კატლეტები – ბავშვების საყვარელი კერძია. კარტოფილთან ერთად ძალიან მიყვარს კატლეტები, სადღესასწაულოდაც ხშირად ვამზადებ. თეფშის გავსებას ვერ ვასწრაბ ის უკვე ცარიელია.

დღეს მოვამზადებთ ხბოს კატლეტებს გამოცდილი ბოშა დიასახლისის რეცეპტით.

ინგრედიენტები ფარშისთვის

  • 600გ ხბოს ხორცი
  • 2 თავი ხახვი
  • 4 ნაჭერი პური
  • 1 კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 0,5 ჩაის კოვზი გამომშრალი ნიორი
  • 1 ჩაის კოვზი პაპრიკა
  • დაფქული შავი წიწაკა
  • კაკალი ქინძი
  • წყალი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 200გ ყველი
  • ქათმის კვერცხი

მომზადება

1.ხორცსაკეპში გაატარეთ ხორცი, შემდეგ ხახვი. პური დაასველეთ წყლით, გამოწურეთ და ისით გაატარეთ ხორცსაკეპში.

2.ფარშს დაუმატეთ კვერცხი, მარილი, მშრალი ნიორი, პაპრიკა, შავი წიწაკა, კაკალი ქინძი. სურვილისამებრ დაუმატეთ თქვენთვის საყვარელი სანელებლები. კარგად მოზილეთ ფარში 3 წუთის განმავლობაში.

3.გახეხეთ ყველი. დაუმატეთ კვერცხი და მოურიეთ. მიღებული მასისგან დაამზადეთ 10 ბურთულა.

4.ხორცის ფარშიც გაყავით 10 ნაწილად. თითოეულში შეახვიეთ ყველი.

5.კატლეტები გამოდის საკმაოდ დიდი. ამოავლეთ ფქვილში და შემდეგ შეწვით.

6.შეწვით კატლეტები კარგად გაცხელებულ ზეთში.

7.გემრიელად მიირთვით!