კარტოფილი უნგრულად ხორცის გარეშე. იდეალური გარნირი

76

ერთხელ ეს ჩაშუშული კარტოფილი მეგობართან სახლში გავსინჯე. ბუნებრივია, ლაპარაკში რეცეპტი ვთხოვე. აღმოჩნდა, რომ კერძის მომზადებაში რთული არაფერია, რასაც მის გემოზე ვერ იტყვით. სახლში კარტოფილის კერძი პირველივე ცდაზე ძალიან არომატული, რბილი და მიმზიდველი გამოვიდა.

მას შემდეგ კვირაში ერთხელ სავახშმოდ კარტოფილს უნგრული რეცეპტით ვამზადებ. როცა მრავალფეროვნება და მეტი ნოყიერება მსურს, ცოტა ხმელ ყველს და ძეხვს ვუმატებ. თუ კარტოფილის გარდა სხვა კერძიც იგეგმება, მაშინ მკაცრად რეცეპტის მიხედვით მოამზადეთ. არ შეცდებით.

რატომ მოსწონს უხორცო კარტოფილი უნგრული რეცეპტით ყველას

ასეთ კარტოფილი–პომიდვრის კერძს ზომიერი სიცხარე, მაგრამ საინტერესო გემო აქვს. პომიდვრის წყალობით ძირნაყოფის გემო ახლებურად იშლება. თუ სანელებლები გიყვართ, რამდენიმე ფოთოლი რეჰანი ან მწიკვი როზმარინი ზედმეტი არ იქნება. ექსპერიმენტები ჩაატარეთ. ნებისმიერ სუფრაზე ღირსეული გარნირია.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ კარტოფილი
  • 1 სტაფილო
  • 1 ჩ/კ პაპრიკა
  • მარილი გემოვნებით
  • 1 ხახვი
  • 3 პომიდორი
  • 15 მლ მზესუმზირის ზეთი
  • მწვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ხახვი პატარა ნაჭრებად დაჭერით. სტაფილო კუბებად დაჭერით ან გახეხეთ.

2. ზეთი ტაფაზე გააცხელეთ. ხახვი, სტაფილო და პაპრიკა 5 წუთით შეწვით.

3. კარტოფილი რგოლებად დაჭერით. ტაფას დაუმატეთ.

4. აქვე კანისგან გასუფთავებული და დაქუცმაცებული პომიდორი (შეგიძლიათ დააბლენდეროთ) დაუმატეთ. მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ.

5. 600 მლ წყალი ან ბულიონი დაასხით. კერძი საშუალო ცეცხლზე თავდახურულ ტაფაზე ჩაშუშეთ, სანამ სითხის დიდი ნაწილი არ აორთქლდება.

6. მზა კერძს მწვანილი მოაყარეთ და სუფრაზე გაიტანეთ.

ეს ერთ–ერთი უმარტივესი და მსუბუქად მოსამზადებელი კარტოფილის კერძია. აუცილებლად სცადეთ. ოჯახის წევრები თქვენს შრომას ღირსეულად დააფასებენ.