კარტოფილის „ქალამნები“ სოკოს შიგთავსით

1626

შეიძლება უსასრულოდ გიყვარდეთ კარტოფილი, მაგრამ პიურე, შემწვარი კარტოფილი ან კარტოფილი „მუნდირში“ ერთხელაც გბეზრდება. გარნირის მომზადებაზე თავი რომ არ იმტვრიოთ, „გასტრონომიამ“ მოიფიქრა, თუ როგორ შეგიძლიათ კიდევ მოამზადოთ კარტოფილი. მინიმუმ ძალისხმევა და უჩვეულო და მადისაღმძვრელი კერძი მზადაა!

ეს კერძი გახლავთ კარტოფილის „ქალამნები“ ქათმის ღვიძლითა და სოკოთი, რომელიც ჩვეულებრივ ვახშამზეც და სადღესასწაულოდაც შესანიშნავია. საათზე ნაკლები დაგჭირდებათ მის მოსამზადებლად.

 ინგრედიენტები

  • 6 ც კარტოფილი
  • 16 ც ქამა სოკო
  • 300 მლ არაჟანი
  • 1 ც ხახვი
  • 50 გრ კარაქი
  • 200 გრ ქათმის ღვიძლი
  • მწვალინი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. აიღეთ დიდი და მოგრძო კარტოფილი. გათალეთ, შემდეგ დანისა და ბოსტნეულის სათლელის მეშვეობით ჩაღრმავებები გააკეთეთ.

2.  „ქალამნების“ წვერებზე რამდენიმე რომბის მაგვარი ჭრილი გააკეთეთ, რათა ბადე შეიქმნას.

3. კარგად წაუსვით ზეთი და გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35 წუთის განმავლობაში.

4. მოამზადეთ შიგთავსი. ამოავლეთ ღვიძლი ფქვილში და შეწვით ზეთში 2-3 წუთის განმავლობაში. დაამატეთ 150 გრ არაჟანი, მარილი და კიდევ 15 წუთის განმავლობაში მოთუშეთ. როცა გაცივდება, დაჭერით წვრილად.

5. დაჭერით მცირე კუბებად ხახვი და სოკო. მოთუშეთ ზეთში 2 წუთის განმავლობაში, დაასხით დარჩენილი არაჟანი და მოაყარეთ მწვანილი, მოთუშეთ კიდევ 10 წუთი.

6. შეურიეთ ორივე შიგთავსი და შეავსეთ „ქალამნები“.

ძალიან სიმპათიური ხემსი გამოვიდა. თუ ღვიძლი არ გიყვართ, ჩაანაცვლეთ ფარშით ან მოხარშული ქათმის ფილეთი. ასევე შეგიძლიათ ბოსტნეულის კომბინირება, ბოლოს კი გახეხილი ყველის მოყრა. ძალიან გემრიელია! გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!