კარტოფილის სწრაფად მომზადების ხრიკები

490

კარტოფილი უგემრიელესი ინგრედიენტია, რომლისგან მომზადებული კერძები ყველას უყვარს.

კარტოფილი მდიდარია სახამებლით, შეიცავს c ვიტამინს. მის ქერქში უამრავი კალცი და თუთიაა. მისი ღუმელში მომზადება არ კლავს მის დადებით თვისებებეს.

დღეს ჩვენ ამ სასარგებლო ინგრედიენტთან მუშაობის წესებს გასწავლით.

ვარიანტი 1, ღუმელში

ინგრედიენტები

  • 1კგ კარტოფილი
  • 0,5 ჩაის კოვზი დაფქული წითელი წიწაკა
  • 0,5 ჩაის კოვზი შავი დაფქული წიწაკა
  • 0,25 ჩაის კოვზი მარილი
  • 4 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 0,5 ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • მწვანილი

მომზადება

1.კარგად გარეცხეთ კარტოფილი და გააშრეთ. ღრმად დახვრიტეთ კბილის ჩხირით. ამ მეთოდით მარინდაი უკეთ შეიწოვება.

2.მოამზადეთ მარინადი: 2 სუფრის კოვზ ზეთს დაუმატეთ წიწაკები, მარილი და ნიორი.

3.კარტოფილი მოათავსეთ პაკეტში და ჩაასხით მარინადი. მოურიეთ და დატოვეთ 20 წუთი. გაახურეთ ღუმელი 190 გრადუსზე და გამოაცხეთ კარტოფილი 30 წუთი. შემდეგ აწიეთ ტემპერატურა 210 გრადუსზე და გამოაცხეთ 10 წუთი.

4.დააქუცმაცეთ მწვანილი, ნიორი და ხახვი. დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ზეთი და მოურიეთ, მოასხით კარტოფილს და მიირთვით!

ვარიანტი 2, ტაფა

ინგრედიენტები

  • 1კგ კარტოფილი
  • 1,5ლ წყალი
  • 30გ კარაქი
  • 1,5 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • კამა
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.კარტოფილს დაასხით წყალი 10 წუთი და კარგად გარეცხეთ. ქვაბში ჩაასხით სუფთა წყალი და დაუმატეთ კარტოფილი.

2.ქვაბი მოათავსეთ ცეცხლზე და ადუღების შემდეგ მოხარშეთ 15 წუთი. გადაასხით წყალი და გააგრილეთ.

3.გააცხელეთ ტაფა ზეთთან ერთად. შეწვით მოხარშული კარტოფილი 15 წუთი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

ვარიანტი 3, ფრიტური

ინგრედიენტები

  • 1კგ კარტოფილი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1ლ მცენარეული ზეთი
  • მარილი და სანელებლები

მომზადება

1.კარგად გარეცხეთ კარტოფილი, გააცხელეთ ფრიტური.

2.მშრალი კარტოფილი ჩააგდეთ ზეთში და მოამზადეთ 5 წუთი.

3.დაჭყლიტეთ ნიორი. დაუმატეთ თეფშზე მოთავსებულ კარტოფილს და მოაყარეთ სანელებლები.

ვარიანტი 4, ფარშირებული ბოსტნეული

ინგრედიენტები

  • 1კგ კარტოფილი
  • 250გ მდნარი ყველი
  • 4 კბილი ნიორი
  • 150გ მაიონეზი
  • კიბორჩხალის ჩხირები
  • მოხარშული კვერცხი
  • პომიდორი
  • მარილი და წიწაკა
  • წყალი

მომზადება

1.კარგად გარეცხეთ კარტოფილი. მოათავსეთ ცივი წყლით სავსე ქვაბში და დადგით ცეცხლზე. ადუღების შემდეგ მოხარშეთ 20 წუთი.

2.ყველს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, მაიონეზი, კვერცხი და ჩხირები. დაუმატეთ პომიდვრის გულები. კარტოფილი დაჭყლიტეთ და გადაურიეთ სოუსს. მოაყარეთ მარილი და წიწაკა. ამოავსეთ მიღებული მასით პომიდვრები.

3.შეგიძლიათ კერძი პირდაპირ მიირთვათ ან გააცხელოთ ღუმელში.

ვარიანტი 5, სოკოთი

ინგრედიენტები

  • 1კგ კარტოფილი
  • 300გ სოკო
  • მარილი და წიწაკა
  • 2 ხახვი
  • წყალი
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

1.მოხარშეთ კარტოფილი.

2.დაჭერით სოკო და ხახვი. შეწვით ტაფაზე ჯერ ხახვი და შემდეგ სოკო. როცა ტაფაზე სოკოს მოათავსებთ ხახვი მზადებას შეწყვეტს.

3.როცა ხახვი და სოკო მზად იქნება მოაყარეთ კარტოფილი, დაუმატეთ მარილი, წიწაკა, მოურიეთ.

ვარიანტი 6, სახამებელი

ინგრედიენტები

  • 10გ კარტოფილი
  • 33ლ წყალი

მომზადება

1.გარეცხეთ კარტოფილი.

2.გახეხეთ კარტოფილი. პიურეს დაუმატეთ წყალი, რათა შეინარჩუნოს წვნიანობა.

3.მაზა პიურეს მოასხით 10ლ წყალი. გამოწურეთ. გააგრილეთ 15 წუთი. ზემოდან წარმოიქმნება ქაფი, ხოლო წყალი იქნება მუქი.

4.ფრთხილად გადაასხით წყალი და დაუმატეთ ცოტა ახალი. დაელოდეთ სახამებლის დალევას. ეს მოქმედება გაიმეორეთ 5 ჯერ. სანამ წყალი არ გახდება გამჭირვალე.

5.უმი სახამებელი მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე და გააშრეთ 40 გრადუსზე. მზა სახამებელი დაფქვით.

აუცილებლად გამოგადგებათ ეს წესები!