მოხარშული კარტოფილის გარეშე არცერთ დღესასწაულს არ ვხვდები. ჩემთვის ეს შეუცვლელი ტრადიციაა. პიურე ხშირად რჩება, ამიტომაც მე მას მეორე სიცოცხლეს ვაძლევ და ვაცხობ მისგან ბლინებს.
ინგრედიენტები
- კარტოფილი 6 ცალი
- მწვანილი
- ხორბლის ფქვილი 1 ჭიქა
- მზესუმზირის ზეთი 1 სუფრის კოვზი
- მარილი და შავი წიწაკა
მომზადება
1.მოხარშეთ კარტოფილი მარილიან წყალში. აქციეთ პიურედ.
2.დააქუცმაცეთ მწვანილი და დამატეთ პიურეს.
3.პიურეს ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი. მასა უნდა ბრტყელდებოდეს. მოაყარეთ მარილი და წიწაკა. მოზილეთ ცომი. მიეცით ბლინის ფორმა.
4.შეწვით ცხელ ტაფაზე ორივე მხრიდან.
გემრიელად მიირთვით!