კარტოფილის ნამცხვარი ფარშით

770

ეს კერძი უზბეკური სამზარეულოს სიამაყეა. ამ კერძში გაერთიანებულია უზბეკეთის ტრადიციები და წესჩვეულებები.

ინგრედიენტები

  • მაიონეზი 200გ
  • კეფირი 4 სუფრის კოვზი
  • გამაფხვიერებელი 2 ჩაის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 500გ
  • კარაქი 150გ
  • მარილი 1,5 ჩაის კოვზი
  • საქონლის ფარში 200გ
  • ხახვი 2 ცალი
  • კარტოფილი 2 ცალი
  • წყალი 4 სუფრის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი 3 სუფრის კოვზი
  • ძირა გემოვნებით
  • კვერცხის გული 1 ცალი
  • რძე 1 ჩაის კოვზი
  • სიმითის მარცვლები

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ ცომი. ღრმა ჯამში მოათავსეთ მაიონეზი, გამაფხვიერებელი და კეფირი. მოურიეთ, ცალკე ფქვილს გადაურიეთ კარაქი.

2.კარაქიან ფქვილს დაუმატეთ 1,5 ჩაის კოვზი მარილი. ფქვილს დაუმატეთ მაიონეზის მასა, მოზილეთ რბილი ცომი და გაყავით 2 ნაწილად. შეფუთეთ პაკეტში და შეინახეთ მაცივარში.

3.ცომი მზად 40 წუთში იქნება. ამასობაში მოამზადეთ შიგთავსი. ფარშს დაუმატეთ კარტოფილი და ხახვი.

4.შიგთავსს მოაყარეთ მარილი, ძირა და მოასხით ზეთი. მოურიეთ და ფქვილის გარეშე გააბრტყელეთ.

5.გამოასცხობ ფორმში ჩააფინეთ ცომი.

6.მოფანტეთ შიგთავსი. გააბრტყელეთ ცომის მეორე ნაწილი და დააფარეთ ხორცის ფენას.

7.დარჩენილი ცომისგან მოამზადეთ დეკორი და განათავსეთ კერძზე. წაუსვით კვერცხი და მოაყარეთ სიმითის მარცვლები.

8.გამოაცხეთ 170 გრადუსზე 35-40 წუთი.

გემრიელად მიირთვით!