თუ გემრიელი კატლეტები გსურთ, მაგრამ გაზქურასთან დგომა გეზარებათ. ზარმაცების მეთოდი

548

Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ კატლეტის რეცეპტს, რომლითაც ძალიან გემრიელი, ნაზი და წვნიანი გამოდის. მოსამზადებლად ღუმელი დაგჭირდებათ. ტაფაზე შეწვა და გაზქურასთან დიდხანს დგომა არ მოგიწევთ.

ინგრედიენტები:

  • 500 გრ ფარში
  • 2 კარტოფილი
  • 1 ხახვი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 3 ნაჭერი პური
  • 1-2 ს/კ არაჟანი
  • 50 გრ კარაქი
  • ½ ჩ/კ მარილი
  • შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

1. პური წყალში ჩაალბეთ და გვერდზე გადადეთ.

2. კარტოფილი წვრილ სახეხზე გახეხეთ.

3. ნიორი და ხახვი დააბლენდერეთ.

4. თასში 500 გრ ფარში (ნებისმიერი, შეგიძლიათ ფარშის ნარევიც გამოიყენოთ), გახეხილი კარტოფილი, ხახვი და ნიორი მოათავსეთ. პური გაწურეთ და მასას დაუმატეთ.

5. აქვე მარილი და წიწაკა დაუმატეთ. ფარში კარგად მოზილეთ.

6. ახლა უფრო ნაზი კონსისტენციისთვის 1-2 კოვზი არაჟანი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და დაბეგვეთ.

7. საცხობ ფორმას მცენარეული ზეთი წაუსვით. 80-90 გრ წონის კატლეტები გააკეთეთ და საცხობ ფორმაზე ერთმანეთისგან დაშორებით დააწყვეთ.

8. ამ რაოდენობის ინგრედიენტებით 11 კატლეტი გამოვა.

9. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ. შემდეგ ღუმლიდან გამოიღეთ და კარაქი წაუსვით. კარაქი არ დაგენანოთ. ზუსტად 50 გრ დაგჭირდებათ.

10. ღუმელში კიდევ 15 წუთით აცხვეთ. შემდეგ კატლეტებს საცხობი ფორმის ძირში დაწურული ზეთი ფუნჯით წაუსვით.

11. კატლეტები მზადაა, შეგიძლიათ სუფრაზე გაიტანოთ. ასეთი კატლეტები ნებისმიერ გარნირთან ერთად გემრიელია.

12. გემრიელად მიირთვით.