თევზი სეზამის მარცვლებით

774

მარტივი და სწრაფი რეცეპტი თევზი სეზამის მარცვლებით ძალიან კარგი ალტერნატივა გახდება უბრალო ფქვილში ამოვლებული თევზისა. ეს ორი ინგრედიენტი დუეტში იძლევა ძალიან კარგ გემოსა და არომატს.

ამ კერძის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ პანგასუსის, ვარდისფერი ორაგულის და სხვა ნებისმიერი თევზის ფილე.

ინგრედიენტები

  • თევზი 500გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • მზესუმზირის ზეთი 50მლ
  • სეზამი 40გ
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით

მომზადება

1.გარეცხეთ და გააშრეთ თევზის ფილე. დაჭერით საშუალო ნაჭრებად.

2.ცალკე ჩატეხეთ კვერცხი, მოაყარეთ მარილი, წიწაკა და ათქვიფეთ.

3.ტაფაზე გააცხელეთ მცენარეული ზეთი. თევზი ამოავლეთ კვერცხში და შემდეგ სეზამის მარცვლებში ისე, რომ ის მთლიანად დაიფაროს.

4.შეწვით თევზი ტაფაზე 6-7 წუთი ტითოეული მხრიდან, სანამ არ მიიღებს სასიამოვნოდ მოყავისფრო ფერს.