თბილი სალათი ბადრიჯნით და ორიგინალური სოუსით

1342

თბილი სალათები ძალიან მოხშირდა სადღესასწაულო მაგიდებზე. თუ მსგავსი კერძი ჯერ არ გაგისინჯავთ, დამიჯერეთ ბევრს კარგავთ, ამიტომაც სასწრაფოდ გამოასწორეთ ეს ნიუანსი.

ამ სალათის შემადგენლობაში შედის ორი აუცილებელი ინგრედიენტი – ბადრიჯანი და პიკანტური სოუსი, რომელიც კერძს ძალიან უხდება.

ინგრედიენტები

ბოსტნეულიდან გამოგადგებათ პომიდორი, ტკბილი წიწაკა – ყვითელი ან სტაფილოსფერი. შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვნი საყვარელი მწვანილები.

ბოსტნეული 

  • 300გ ბადრიჯანი
  • 250გ პომიდორი
  • 70გ სალათის ფურცელი
  • 1 ცალი ტკბილი წიწაკა
  • 30გ ოხრახუში
  • მარილი, სახამებელი

სოუსი

  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 5გ სახამებელი
  • 1 ჩაის კოვზი თაფლი
  • 50მლ სოიოს სოუსი
  • 50მლ ზეითუნის ზეთი
  • 2 ჩაის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი
  • 1 ჩის კოვზი დაფქული შავი წიწაკა
  • ნახევარი ლიმონის წვენი

მომზადება

1.ჯამში ჩაასხით ცოტა ზეითუნის ზეთი და სოიოს სოუსი.

2.დაუმატეთ თაფლი, სახამებელი, დაფქული წიწაკა და ჯანჯაფილი.

3.ჯამი მოათავსეთ ცეცხლზე დაწამოადუღეთ. შემდეგ დაბალ ცეცხლზე დაელოდეთ მის შესქელებას (1-2) წუთი. დუღილისას სოუსი დაიწყებს დაჯირჯვლებას, ამის არ შეგეშინდეთ.

სოუსის სესქელების შემდეგ, გადმოიტანეთ ცეცხლიდან და დააბლენდერეთ.

4.მიღებულ მასას დაუმატეთ ლიმონის წვენი, შაქარი და კარგად მოურიეთ. შედეგად მიიღებთ ნახევრად გამჭირვალე უგემრიელეს სოუსს.

5.ამ სოუსის მომზადება წინასწარაც შეგიძლიათ.

მოვამზადოთ ბოსტნეული. ბადრიჯანი დაჭერით მრგვლად, თუ ბადრიჯანი მწარეა, შეგიძლიაღ გარეცხოთ მარილიან წყალით და გაწუროთ.

6.დაჭერით პომიდორი, წიწაკა, ოხრახუში. სასალათეში ჩააფინეთ სალათის ფურცელი.

7.ბადრიჯანი უმჯობესია მოამზადოთ ფრიტურში, ამოავლეთ ნაჭრები სახამებელში და შეწვით. გადმოიტანეთ ქარალდის ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.

8.სასალათეში ჩაფენილ სალათის ფურცელზე მოათავსეთ ბადრიჯანი , პომიდორი, წიწაკა, მოაყარეთ მარილი, მწვანილი და მოასხით სოუსი.

9.მოათავსეთ სალათის მეორე ფენა: ბადრიჯანი, პომიდორი, წიწაკა და მწვანილი. ზემოდან მოასხით სოუსი.

სალათი მზად არის! გემრიელად მიირთვით!