თაფლის ტორტი არაჟნის კრემით: ბავშვობის საყვარელი გემო

1255

ფაფუკი და ძალიან გემრიელი თაფლის ტორტი, რომელსაც ძალიან ხშირად ამზადებდნენ ჩვენი დედები და ბებიები.

რბილი კორჟი თაფლის არომატით და ჰაეროვანი არაჟნის კრემით.

ალბათ, ჩვენი დროის ყველაზე პოპულარული დესერტია.

მისი მომზადება ძალიან მარტივია, პროდუქტებიც უბრალოა.

ინგრედიენტები 

ცომისთვის

  • ხორბლის ფქვილი 300გ
  • კარაქი 100გ
  • თაფლი 50გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • შაქრის ფხვნილი 100გ
  • სოდა 1 ჩაის კოვზი

კრემისთვის

  • არაჟნაი 300გ
  • შაქრის ფხვნილი 50გ

მომზადება

  1. პირველ რიგში მოვამზადოთ ცომი.
  2. ჯამში მოათავსეთ კვერცხი და თაფლი.
  3. შემდეგ, დაუმატეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი.
  4. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი და სოდა.
  5. მოურიეთ და გახადეთ ერთგვაროვანი.
  6. ნელ-ნელა დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი.
  7. ცომი გადაიტანეთ ფქვილით დამუშავებულ ზედაპირზე და დაამუშავეთ.
  8. მზა ცომი დაამრგვალეთ, მოათავსეთ პაკეტში და შეინახეთ მაცივარში 1 საათი.
  9. გამოიტანეთ ცომი მაცივრიდან და მიეცით ძეხვის ფორმა.
  10. ცომი გაყავით 3 ტოლ ნაწილად.
  11. დააბურთავეთ თითოეული ნაწილი და დააფარეთ პაკეტი.
  12. დააფინეთ პერგამენტი და მასზე გააბრტყელეთ ცომის ბურთები (დაახლოებით 20 სმ).
  13. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 5-8 წუთი.
  14. კორჟებს ჩამოაჭერით ზედმეტი ნაწილები, რათა სამივე ერთმანეთის იდენტური იყოს.
  15. ჩამოჭრილი ნაწილები დაფხვენით.
  16. მოვამზადოთ კრემი, ამისათვის ჯამში მოათვსეთ არაჟნი 25%.
  17. დაუმატეთ შაქრის ფხვნილი და ათქვიფეთ.
  18. ავაწყოთ ტორტი. პირველ კორჟს წაუსვით კრემი.
  19. ზემოდან მოათავსეთ მეორე კორჟი და მასაც თანაბრად წაუსვით კორჟი.
  20. ამ მეთოდით ააწყვეთ ტორტი.
  21. ტორტი მთლიანად თაფარეთ კრემით და მოაყარეთ კორჟის ნაფხვენები.
  22. მოათავსეთ მაცივარში, რათა დარბილდეს და გემოები გაუჯდეს.

გემრიელად მიირთვით!