ზრაზი კვერცხით და პესტოთი

658

ზრაზი – ძალიან პოპულარული სლავური კერძია, რომელმაც მიგრაციის პერიოდში ძალიან დიდი ცვლილებები განიცადა. ზრაზი არის ხორცის, თევზის, კარტოფილის და ასე შემდეგ.

ამ კერძის შიგთავსები მრავალფეროვნებით გამოირჩევიან, მაგალით დღევანდელი კერძის შიგთავსი  პესტოს სოუსით და კვერცხით მზადდება.

ინგრედიენტები

  • საქონლის ხორცი 700გ
  • კვერცხი 7 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • ნიორი 3 კბილი
  • საფანელი 2 სუფრის კოვზი
  • არაჟანი 2 სუფრის კოვზი
  • შავი წიწაკა (დაფქული) მწიკვი
  • მარილი მწიკვი
  • წითელი ღვინო 30მლ
  • სოუსი პესტო 2 სუფრის კოვზი
  • ზეითუნის ზეთი 50მლ

მომზადება

1.საქონლის ხორცი ხორსაკეპ მანქანაში გამოატარეთ. დაამარილეთ, მოაყარეთ წიწაკა, დაუმატეთ ერთი კვერცხი. შემდეგ დაუმადეთ საფანელი, ხახვი და ნიორი. კარგად მოურიეთ. დარჩენილი კევრცხი მოხარშეთ.

2.შემდეგ ფარშს დაუმატეთ არაჟანი და ღვინო. ისევ კარგად მოურიეთ. ფარშისგან შექქმენით საშუალო ზომის კატლეტები. კატლეტების ნახევარში მოათავსეთ კვერცხის გული, ხოლო მეორე ნახევარში სოუსი პესტო.

3.ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი, ორივე მხრიდან შეწვით კატლეტები. დაახლოებით 3-4 წუთი თითოეული მხრიდან. ყველაფერი კატლეტის ზომაზეა დამოკიდებული.

4.სურვილისამებრ ტაფაზე შეგიძლიათ მოათავსოთ კარაქი და ბექონდარას ტოტი, დააფარეთ თავზე და ორი წუთის განმავლობაში მოთუშეთ. ასე თქვენი კატლეტები ძალიან დარბილდება.

გემრიელად მიირთვით!