ზარმაცი ბელიაშის რეცეპტი – ჩემი საყვარელი კერძი

494
Traditional russian belyashi. Small fried pies with meat and onion.

ამ კერძს უმეტესობა სიზარმაცის გამო ყიდულობს და არ ამზადებს სახლში. ბელიაში ჩემი საყვარელი კერძია, ის იმდენად მიყვარს, რომ მომზადება სულაც არ მეზარება.

ოლადები ფარშით

ამ ოლადებზე მარტივად თქვენ ვერაფერს ვერ მოამზადებთ. მათი მეშვეობით არ გაგიხდებათ ცომი გასაბრტყელებელი, შესაბამისად უამრავ დროს დაზოგავთ. ოლადებს შეგიძლიათ შიგთავსი თქვენი გემოვნების მიხედვით შეუცვალოთ.

ინგრედიენტები

  • 250მლ კეფირი
  • 500გ ფქვილი
  • 200გ ფარში
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 კვერცხი
  • 0,5 ჩაის კოვზი სოდა
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.კეფირი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.

2.შაქარს დაუმატეთ მარილი, კვერცხი და კეფირი, ათქვიფეთ ერთგვაროვნებამდე.

3.გაცერით ფქვილი და დაუმატეთ სოდა. შეაერთედ მშრალი და სველი ინგრედიენტები. კარგად მოურიეთ ყველაფერს.

4.ცომი დაასვენეთ 30 წუთი, ამასობაში მოამზადეთ შიგთავსი. საქონლის და ღორის ფარში აურიეთ ერთმანეთს, დაუმატეთ მარილი, წიწაკა და დაჭყლეტილი ნიორი.

5.ფარშს დაუმატეთ ცივი წყალი და შეწვით ზეთში.

6.დროა მოვამზადოთ ოლადები. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და დაასხით 1 სუფრის კოვზი ცომი.

7.როცა ბლინი შეიწვება, ზემოდან დაადეთ შიგთავსი და დაასხით ცომი. შეწვით ორივე მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!