ვაშლის ტორტი ტაფაზე

810

ვაშლი ეს უნიკალური ხილია, რომელიც კერძებშიც და დესერტებშიც გამოიყენება.

მე ბავშვობიდან მიყვარდა ვაშლის ნამცხვარი, რომელსაც საყვარელი ბებია მიზადებდა. მე ბებიის რეცეპტი გავამარტივე და ამ სახეზე დავიყვანე!

ინგრედიენტები

  • ვაშლი 3 ცალი
  • ლიმონის წვენი 1,5 სუფრის კოვზი
  • კვერცხი 3 ცალი
  • შაქარი 160გ
  • რძე 400მლ
  • კარაქი 60გ
  • ხორბლის ფქვილი 100გ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • ვანილი 10გ
  • სიმინდის სახამებელი 1 სუფრის კოვზი

მომზადება

1.პირველ რიგში მოამზადეთ ვანილის ნაზი კრემი. ამისათვის ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ 60გ შაქარი, სახამებელი და ვანილი. მოურიეთ.

2.როცა მასა გახდება ერთგვაროვანი, დაუმატეთ 300მლ რძე. კარგად მოურიეთ. მოათავსეთ მასა ცეცხლზე, მოხარშეთ, ურიეთ შესქელებამდე.

3.როცა კრემს ბოლი აუვა, დაუკელით ცეცხლს. წინააღმდეგ შემთხვევაში კრემი გაგიფუჭდებათ. სქელ მასას დაუმატეთ 30 გ კარაქი. მოურიეთ.

4.მზა კრემი გააგრილეთ, შეგიძლიათ გააგრილოთ წყლის აბაზანაზე. ტორტის აწყობისას კრემი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.

5.სანამ კრემი გრილდება, მოამზადეთ კორჟი. დაჭერით ვაშლი, მოათავსეთ ქვაბში და მოასხით ლიმონის წვენი.

6.ახლა მოამზადეთ ცომი. ბლენდერით ათქვიფეთ დარჩენილი კვერცხი და შაქარი. 3 წუთის შემდეგ დაუმატეთ რძე. მოურიეთ მასას და დაუმატეთ გამღვალი კარაქი.

7.ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი. მშრალი მასა დაუმატეთ წინა მორბედ მასას და მოურიეთ მიქსერით. მიღებულ მასაში ჩაყარეთ ვაშლი.

8.შეწვით ბლინები ცხელ ტაფაზე.

9.გაგრილებული ბლინებისგან ააწყეთ ტორტი.

გემრიელად მიირთვით!