ვაშლის ნამცხვარი თხილის და კაკაოს მომაჯადოებელი ელემენტებით

1124

ინგრედიენტები

  • კვერცხი 4 ცალი
  • შაქარი 1 ჭიქა
  • რბილი კარაქი 1/2 ჭიქა
  • მცენარეული ზეთი 1/2 ჭიქა
  • ფქვილი 2 ჭიქა
  • გამაფხვიერებელი 2 ჩაის კოვზი
  • გახეხილი ან დაჭრილი ვაშლი 2 ჭიქა
  • კაკაო 2 სუფრის კოვზი
  • დაქუცმაცებული თხილი 2 სუფრის კოვზი
  • ვანილი გემოვნებით
  • ვაშლის ჯემი გემოვნებით
  • შაქრის ფხვნილი გემოვნებით
  • დარიჩინი გემოვნებით

მომზადება

  1. კვერცხი და შაქარი კარგად გადაურიეთ ერთმანეთს, დაუმატეთ კარაქი, ზეთი, გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი, ვაშლი, კაკაო, თხილი და ვანილი. მოურიეთ.
  2. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და მოაყარეთ ფქვილი, გადაიტანეთ ცომი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 1 საათი.
  3. მზა ნამცხვარს წაუსვით ჯემი და მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!