ვამზადებთ ქათამს მთლიანად განსაკუთრებულ მარინადში: ხორცი თავად სინაზეა

564

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ სადღესასწაულო სუფრისთვის ღირსეული კერძი მოამზადოთ. ქათამი კარტოფილით მადისაღმძვრელად და სადღესასწაულოდ გამოიყურება, თან მარტივად მზადდება. ხორცი თავად სინაზეა, სოუსი საოცარი. ამ ქათმის კერძის განსაკუთრებულ გემოს სწორედ სოუსი უზრუნველყოფს.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ კარტოფილი
  • 180 გრ (100 გრ და 80 გრ) კარაქი
  • 1,7-2,2 კგ ქათმის ხორცი
  • 1 თავი ხახვი
  • რამდენიმე ნივრის ფირფიტა
  • 2 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ შავი წიწაკა
  • ½ ჩ/კ კოჭა
  • 1 ფორთოხალი
  • 1 კონა კამა
  • ცოტა მაიონეზი

მომზადების წესი:

  1. ქათმის ხორცის მარინადის მომზადებით დაიწყეთ. ღრმა თასში ფორთოხლის წვენი გაწურეთ და აქვე 100 გრ გამდნარი კარაქი დაუმატეთ.
  2. დაქუცმაცებული ნიორი, დაფქული შავი წიწაკა, კოჭა, მარილი და მაიონეზი დაუმატეთ.
  3. ყველაფერს კარგად აურიეთ ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. მარინადი მზადაა.
  4. ქათამი ამ მარინადში ჩადეთ და ყველა მხრიდან წაუსვით. ქათმის შიდა ნაწილიც არ დაგავიწყდეთ.
  5. ამის შემდეგ თასს, სადაც მარინადი და ქათამია, პარკი დააფარეთ და მაცივარში 2 საათით გააჩერეთ.
  6. დროის გასვლის შემდეგ ქათამი მაცივრიდან გამოიღეთ და საცხობ ფორმაში გადაიტანეთ. ზემოდან მოასხით მარინადი, რომელშიც იმყოფებოდა.
  7. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1 საათით აცხვეთ.
  8. ამის შემდეგ ხორცი გამოიღეთ, ცხობის დროს წარმოქმნილი ზეთი მოასხით და კვლავ ღუმელში დააბრუნეთ.
  9. ყოველ 10 წუთში პროცედურა გაიმეორეთ. თავისივე ცხიმი კიდევ ორჯერ მოასხით.
  10. ამავდროულად, ტაფაზე 80 გრ კარაქი გაადნეთ.
  11. დაჭრილი კარტოფილი ტაფაზე მოათავსეთ და ნახევრად მზა მდგომარეობამდე შეწვით.
  12. ქათამი ღუმელიდან გამოიღეთ და ნახევრად მზა კარტოფილი დაუმატეთ.
  13. ღუმელში დააბრუნეთ და კიდევ 15-20 წუთით აცხვეთ. (ტემპერატურა 180 გრადუსი).
  14. ტაფაზე კარტოფილის შეწვის შემდეგ ზეთი დარჩა. მასში ხახვის რგოლები ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.
  15. მზა ქათამი კარტოფილთან ერთად თეფშზე გადაიტანეთ და სუფრაზე გაიტანეთ. ხახვის რგოლებით და ახალი მწვანილით გააფორმეთ.
  16. გემრიელად მიირთვით!