ეს არომატული კამის სოუსი ზამთარში შეუცვლელია. სულ რაღაც 5 წუთში მზადდება

1840

კამა ისეთი მცენარეა, რომელიც ნებისმიერ კერძს უხდება: შესანიშნავი არომატი აქვს, საინტერესო გემოს სძენს და სასარგებლოცაა. ზაფხულის კერძები კამის გარეშე წარმოუდგენელია, განსაკუთრებით ხორცი და თევზი. თუნდაც რეცეპტი მას არ ითვალისწინებდეს, მოსართავად გამოიყენებთ.

ზაფხული საერთოდ ოქროს პერიოდია: სხვადასხვა მწვანილი უხვადაა, მაგრამ როგორ შევინარჩუნოთ ივნისის ნაწილი ზამთრამდე? პასუხი მარტივია: მოამზადეთ კამის სოუსი. თუ როგორ – ამას ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ. სულ რაღაც 10 წუთი დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები

  • 2 კონა კამა
  • 100 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 1 ც ლიმონი
  • 1 კბ ნიორი
  • 0,5 ჩ.კ. ლიმონის ცედრა
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით კამა წვრილად და შეასრისეთ მარილი.
  2. გახეხეთ ლიმონის ცედრა წვრილად, დაწურეთ ცალკე ლიმონის წვენი და დაუმატეთ სოუსს.
  3. გაატარეთ ნიორი და დაუმატეთ მასას.
  4. დაასხით ზეთიდა კარგად მოურიეთ ინგრედიენტებს. სოუსი მზადაა! შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში.

კამის სოუსი შესანიშნავად ეხამება ხორცისა და თევზის კერძებს. გაგიმხელთ ერთ საიდუმლოს: შეგიძლიათ ყველა ინგრედიენტი ერთად დააბლენდეროთ. ასე უფრო სწრაფიცაა და მასა ნაზ ტექსტურას იღებს. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!