დიდებული ლანჩი – ფრანგული ბეკონისა და კვერცხის სალათა

1338

შეგიძლიათ ფრანგული პურისა და ბეკონის რაოდენობა გემოვნებით განსაზღვროთ. თუ გსურთ, კერძს დაჭრილი პამიდორი და გახეხილი სტაფილოც დაუმატეთ.

სალათისთვის: 

  • 300 გ სხვადასხვა სალათის ფოთლები
  • 1 ს.კ. ხახვი – შნიტი წვრილად დაჭრილი
  • 1 წითელი  ბულგარული წიწაკა
  • 6 ნაჭერი ბაგეტი
  • 6 ნაჭერი ბეკონი
  • 1 ს.კ. ძმარი
  • 6 კვერცხი
  • ახალდაფქული შავი პილპილი

სოუსისთვის: 

  • 2 ს.კ. წითელი ღვინის  ძმარი
  • 1 ჩ.კ. ძმარი ბალზამიკო
  • მარილი
  • 1 ჩ.კ. დიჟონური მდოგვი
  • 1 კბილი ნიორი
  • 90 მლ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:

  1. სალათა: სხვადასხვა სალათის ფოთლები, წვრილად დაჭრილი ხახვი – შნიტი, ბულგარული წიწაკა და კუბებად დაჭრილი, გახუხული ბაგეტი დიდ ჯამში მოათავსეთ.
  2. ბეკონი უცხიმოდ შებრაწეთ და ქაღალდის ხელსახოცზე ცხიმის შესაშრობად  გადაიტანეთ, შემდეგტ თხელ ზოლებად დაჭერით.
  3. ტაფაში აადუღეთ წყალი, დაუმატეთ ძმარი, ჩაატეხეთ კვერცხები. შემდეგ გადმოდგით, მჭიდროდ დააფარეთ, 4 წთ. გააჩერეთ.
  4. მოხარშული კვერცხები წყლიდან ბრტყელპირიანი კოვზით ამოიღეთ და დასაწურად სუფთა ტილოზე გადაიტანეთ.
  5. სოუსი: ორივე სახის ძმარი, მარილი, მდოგვი, ნიორი და ზეითუნის ზეთი მექანიკური სათქვეფით კარგად ათქვიფეთ.
  6. მოასხით სალათას, ჯამი მსუბუქად შეანჯრიეთ. შეკაზმეთ პილპილით.