დედამ მასწავლა, როგორ მოვამზადო ხმელი ყველი რძის და ხანგრძლივი ხარშვის გარეშე

125

ყველი უზრუნველი ბავშვობის მოგონებაა. ყოველთვის, როცა ბებიასთან სტუმრად მივდიოდი, სადილზე ყველის დიდ ნაჭერს მაძლევდა. მაშინ ყველაზე გემრიელი მეგონა ყველი „დუპლეტი“ – ხმელი ყველი ნახევრად ნარინჯისფერი, ნახევრად ყვითელი. ცხოვრების მანძილზე ყველის ბევრი სახეობა გავსინჯე, მაგრამ ეს საზღვარი არაა. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ხმელი ყველი ხაჭოსგან სახლის პირობებში.

როგორ მოვამზადოთ ხმელი ყველი

შეგახსენებთ, რომ ხმელი ყველი და ყველის პროდუქტი განსხვავებული რამაა. იდეალურ შემთხვევაში მაღაზიაში ნაყიდი ნატურალური ყველი რძის, საკვეთისა და შემკვრელი ფერმენტისგან უნდა შედგებოდეს. დანარჩენი დანამატები, კონსერვანტები და მცენარეული კომპონენტები ყველს „ყველის პროდუქტად“ აქცევს. ის გაცილებით იაფია, თან არანაირი სარგებელი აქვს.

ბებია სოფელში ძროხას წლები უვლიდა. მშვნიერი დრო იყო. ახალ ხაჭოს თაფლთან ერთად საუზმეზე მივირთმევდით, საღამოს რძიან კაკაოს ვაკეთებდით. ბებია კარაქს, არაჟანს ამზადებდა. ჩემთვის და ჩემი დისთვის დარიჩიან ფუნთუშებს საფუარის ცომით აცხობდა. ხაჭო და რძე ჭარბად გვქონდა, ამიტომ რძის პროდუქტებს ჩვენ გვაძლევდა. მაშინ დედა ხაჭოსგან მდნარ ყველს აკეთებდა, ხოლო დღეს ხმელ ყველს ვაკეთებ.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ხაჭო
  • 1 კვერცხი
  • 6 გ მარილი
  • 6 გ სოდა
  • 1 ს/კ მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

1. ხაჭო მოათავსეთ მინის თასში ან ისეთში, რომელიც მიკროტალღური ღუმელისთვის შესაფერისია. ხაჭო 3 წუთით მიკროტალღურ ღუმელში გააცხელეთ ან ყველი წყლის ორთქლზე მოამზადეთ. ყოველ 3 წუთში (2-3-ჯერ) ყველი წყლის ორთქლიდან აიღეთ და სილიკონის სპატულით აურიეთ.

2. საცერს მარლა დააფარეთ და მიღებული შრატი დაწურეთ. ახლა ყველი ღრმა თასში დააბრუნეთ.

3. სოდა, მარილი და კვერცხი დაუმატეთ. ხაჭო ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ და მცენარეული ზეთი დაუმატეთ. კიდევ ერთხელ დააბლენდერეთ.

4. ყველიანი ნარევი თასით წყლის ორთქლზე დადეთ და აურიეთ. როცა ელასტიური გახდება და ერთ გუნდად შეიკვრება, თავსახურიან კონტეინერში გადაიტანეთ (მინის კონტეინერი უმჯობესია) და ყველს გაგრილება აცადეთ.

5. ყველი პერგამენტში ან კონტეინერში შეფუთეთ და მაცივარში შეინახეთ. გემრიელად მიირთვით!

ასეთ სახლის ხმელ ყველს შეგიძლიათ დაუმატოთ კაკალი ან ნებისმიერი სანელებელი: კვლიავი, პაპრიკა, რეჰანი. თუ ყველიანი ბუტერბროდები გიყვართ, ამ რეცეპტს რეკომენდაციას ვუწევთ. ხაჭო, რომლისგანაც ყველს ამზადებთ, აუცილებლად სახლის უნდა იყოს.