დამწნილებული ქამა სოკო ყველა წესის დაცვით

1344

მალე დაიწყება ზამთრის დღესასწაულები, ამიტომაც მე ნელ-ნელა ვაგროვებ საინტერესო რეცეპტებს საახალწლო მაგიდის დასამშვენებლად. მეც ეხლაანს აღმოვაჩინე დამწნილებული სოკოს რეცეპტი. ის მზადდება წყლის გარეშე, ხოლო თვითონ სოკო გამოდის ძალიან არომატული და წვნიანი.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 7 წუთი, რაც კიდევ ერთი ბონუსია ამ რეცეპტისთვის. უმჯობესია ერთდროულად მოამზადოთ ამ კერძის 2-3 ულუფა. მერწმუნეთ თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებთ თეფში გაცარიელდება, დამიჯერეთ შემოწმებული მაქვს საკუტარ ოჯახზე.

უგემრიელესი მწნილი სოკო

დღეს ჩვენ მოგიმზადეთ მწნილი სოკოს საოცარი რეცეპტი ხახვთან ერთად. მზადდება ძალიან სწრაფად და მისგან სტუმრები აღფრთოვანებულები რჩებიან.

ინგრედიენტები

  • 0,5კგ სოკო
  • 1 ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 2 ჩაის კოვზი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 3 სუფრის კოვზი ძმარი 9%
  • 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • 10 შავი წიწაკის მარცვალი
  • 3 ურნელოვანი წიწაკის მარცვალი
  • 3 კბილი ნიორი

მომზადება

1.გაასუფთავეთ ხახვი,გაჭერით შუაზე და დაჭერით ნახევარწრეებად. ასევე გაასუფთავეთ სტაფილოც, გარეცხეთ და გახეხეთ მსხვილად.

2.ქვაბში ჩაასხით მცენარეული ზეთი და ძმარი, ასევე მარილი, შაქარი და სანელებლები: დაფნის ფოთოლი, 3 სურნელოვანი წიწაკის მარცვალი, 10 შავი წიწაკის მარცვალი და დაქუცმაცებული ნიორი.

3.გარეცხეთ სოკო, გააშეთ და დაუმატეთ მარინადისთვის გამზადებულ მასა.

4.სოკოს მოაყარეთ სტაფილო და ხახვი. ქვაბს დააფარეტ თავზე, მოატავსეთ ნელ ცეცხლზე 7 წუთით, შემდეგ გამორთეთ ცეცხლი და დატოვეთ სრულ გაგრილებამდე.

5.მოურიეთ სოკოს და შეინახეთ მაცივარში მთელი ღამით.

6.სულ ეს იყო, გემრიელი და წვნიანი დამწნილებული სოკო ბოსტნეულით მზად არის. გემრიელად მიირთვით!

ასეთი კერძი – ძალიან კარგი ვარიანტია ნებისმიერი დღესასწაულისთვის. მე მომწონს, რომ მის მომზადებას ძალიან ცოტა დრო და ძალისხმევა უნდა.

მე მათ შევარქვი “მომზიბვლელი სოკო საკუთარ წვენში” და სიამოვნებით ვუმასპინძლდები სტუმრებს. აუცილებლად მოამზადეთ, მერწმუნეთ არ ინანებთ!