დამბალი ვაშლი მოცვის ფოთლებით ბებიის რეცეპტით: სწრაფი, სასარგებლო და გემრიელი

1110

ჩემი ბავშვობის ყველაზე სახალისო გასართობი ბებიის სარდაფიდან დამბალი ვაშლების მოპარვა იყო. ისეთი გემრიელი იყო, რომ ბავშვები თავს ვერ ვიკავებდით.

უკვე ზრდასრულ ასაკში ბებიას რეცეპტი ვთხოვე და ახლა უკვე თავად ვამზადებ სამთრისთვის არაჩვეულებრივ კონსერვს. ყველაზე უკეთ “ანტონოვკას” ჯიშის ვაშლი უხდება – ზომიერად მჟავე და ტკბილი. აუცილებლად დაელოდეთ სეზონს და მოამზადეთ!

ინგრედიენტები

  • 5 კგ ვაშლი
  • 5 ლ წყალი
  • 30 ც მოცვის ფოთოლი
  • 200 გრ შაქარი
  • 1 ს.კ. მარილი

მომზადება

1. სიროფის მოსამზადებლად წყალში შეურიეთ შაქარი და მარილი. წამოადუღეთ და გააცივეთ ნარევი.

2. მოახდინეთ ქილების სტერილიზაცია. ყოველი ქილის ფსკკერზე ჩააფინეთ მოცვის 2 ფოთოლი. შემდეგ ჩაალაგეთ ვაშლები ყუნწით დაბლა, ყოველ ფენას დააფარეთ ფოთლები. ხილს დაასხით გაცივებული სიროფი და მოხუფეთ.

3. დადგით ქილები ოთახის ტემპერატურაზე 3 დღით, შემდეგ ცივ და ბნელ ადგილას გადაიტანეთ.

თუ ქილებში გადატანა გეზარებათ, შეგიძლიათ ერთ დიდ ქვაბში ან ვედროში შეინახოთ. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!