გემრიელი ხაჭოს ფხვიერი ნამცხვარი 20 წუთში

1464

უმეტესობა ჩვენგანს ხაჭო სუფთა სახით არ უყვარს. ბავშვებზე ლაპარაკიც არ ღირს! ჭკვიანმა დედებმა ხაჭოს სარგებლის და კვებითი ღირებულების შესახებ იციან და ცდილობენ მენიუ გაამრავალფეროვნონ ისე, რომ ბავშვმა ეს სასარგებლო პროდუქტი კვირაში ერთხელ მაინც ჭამონ.

თუ თქვენმა ოჯახმა გემრიელი, ჰაეროვანი მობრაწულა, ტკბილი ცომის გუფთები ხაჭოთი ან შესანიშნავი ხაჭოს დესერტი უკვე გასინჯა, გირჩევთ მარტივი და ბიუჯეტური კერძი მოამზადოთ, რომელსაც ბევრი დრო არ სჭირდება. ასე არა მხოლოდ ოჯახის წევრებს დაანაყრებთ, არამედ დროს სხვა საქმეებისთვის დაზოგავთ. გთავაზობთ ფხვიერ ნამცხვარს, რომლის მოსამზადებლად ზუსტად 30 წუთი დაგჭირდებათ!

ფხვიერი ნამცხვარი ხაჭოთი

ინგრედიენტები:

  • 250 გრ ხაჭო
  • 100 გრ მარგარინი ან კარაქი
  • 250 გრ ფქვილი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 100 გრ შაქარი
  • მწიკვი მარილი
  • დარიჩინი (სურვილის მიხედვით)
  • შაქარი მოსაყრელად

მომზადება:

1. ხაჭო სახეხზე გახეხილ მარგარინს ან კარაქს აურიეთ, ფქვილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ.

2. გლუვი ცომი მოზილეთ, რომელიც ხელებზე არ მოგეკვრებათ და 30 წუთით მაცივარში შეინახეთ.


3. მას შემდეგ, რაც ცომი „დაისვენებს“, 0,5 სმ სისქეზე გააბრტყელეთ. ჭიქის დახმარებით რგოლები გამოჭერით.


4. თითოეული რგოლი ერთი მხრიდან შაქარში ამოავლეთ, შუაზე გაკეცეთ (შაქრიანი ნაწილით შიგნით). მიღებული ნახევარ რგოლი კვლავ შაქარში ამოავლეთ და კვლავ შაქრიანი მხრიდან შიგნით გაკეცეთ. მიღებული სამკუთხედის ერთი მხარე შაქარში ამოავლეთ.

5. საცხობ ფორმაზე ფხვიერი ნამცხვრები, შაქარ მოყრილი მხრით ზემოთ დააწყვეთ და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით ოქროსფერ შეფერილობამდე აცხვეთ. მზადაა!

როგორც ხედავთ, ასეთი ხაჭოს დესერტის მომზადება საკმაოდ ბიუჯეტურია და განსაკუთრებულ კულინარიულ უნარებს არ მოითხოვს. ხაჭოს ფხვიერი ნამცხვრის რეცეპტი მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ. დესერტი არა მხოლოდ თქვენი, არამედ მათი სუფრის ხშირი სტუმარი გახდება!