გემრიელი იხვის სალათა – ყველა სალათისგან განსხვავებული გემო

1403

ინდაუ და წყლის წიწმატი ერთმანეთს ძალიან უხდება. ხშირად ერთად შეფუთულიც იყიდება. თუ ორივე არ გაქვთ, ერთ-ერთი მაინც გამოიყენეთ, ან სალათა სხვადასხვა სალათის ფოთლებით მოამზადეთ.

სალათისთვის:

ინგრედიენტები:

  • 750 გ იხვის თეთრი ხორცი
  • მარილი, შავი პილპილი
  • 200 გ ინდაუ და წყლის წიწმატი
  • 24 პამიდორი ჩერი
  • 6 მწვანე ხახვი

საკაზმისთვის: 

  • 2 კბილი ნიორი
  • 2 ს.კ. კოჭა
  • 60 მლ სოიის საწებელი
  • 90 მლ ღია ფერის თაფლი

მომზადების წესი:

  1. სალათა: ელექტროღუმელი წინასწარ გაახურეთ 200 გრადუსზე. იხვს კანი დაუსრისეთ და მარილითა და შავი პილპილით შეკაზმეთ. დიდ ტაფაზე, მაღალ ტემპერატურაზე ორივე მხრიდან  მობრაწეთ, შემდეგ ლანგარზე გადაიტანეთ.
  2. სოუსი: წვრილად დაჭრილი ნიორი, გახეხილი კოჭა, სოიის საწებელი და თაფლი მომცრო ჯამში მექანიკური სათქვეფით ათქვიფეთ.
  3. იხვს მხოლოდ 2 სუფრის კოვზი საკმაზი გადაუსვით. შედეთ ღუმელში. შეწვით სურვილისამებრ – საშუალოდ ან ბოლომდე. მომზადებული იხვი ღუმელიდან გამოიღეთ, 5 წთ გააჩერეთ და გრძლად დაჭერით.
  4. სასალათეში მოათავსეთ ინდაუს და წყლის წიწმატის მწვანე ფოთლები, შუაზე გაჭრილი პამიდვრები, მწვანე ხახვის ბოლოები და იხვის თეთრი ხორცი. ჯამი მსუბუქად შეანჯღრიეთ. დარჩენილი სოუსი სალათას მოასხით და სუფრაზე მიიტანეთ.